ნაჭყებია ზურაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1964

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ცხინვალში, დაჭრილების გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა რუსული კასეტური მომბით. ზურაბ ნაჭყებიას ბოლო კონტაქტი ოჯახთან 8 აგვისტოს ჰქონდა, ამის მერე მისი ხმა არავის გაუგონია. მეუღლე ამაოდ ელოდა, რომ დაურეკავდა და ისევ დაამშვიდებდა, `ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო.~ ზურაბ ნაჭყებიას იმ დღეებში შვილიშვილი შეეძინა, რამდენჯერმე ნახა, მერე ომიც დაიწყო, ახალგაზრდა ბაბუა გმირულად დაეცა ცხინვალში. მზევინარ შეყილაშვილი, მეუღლე: `ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: `ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო.~ თავს მიხედე-მეთქი. ბოლოს 8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მას მერე სულ ვრეკავდი, გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მეორე დღეს გავიგე, სამხედრო კომისარიატს რომ ვეძებდი, მითხრეს, რომ დაჭრილები გამოჰყავდაო, ამბობდა: `აქ ხომ არ დავტოვებთო~ და შესულა. ცხინვალში, ნაძვნართან, დაჭრილების გამოყვანისას დაიღუპა ჩემი მეუღლე. კასეტური ბომბი ჩამოვარდა და იქვე გარდაიცვალა ზურა. დღესაც ჩამესმის მისი სიტყვები: `ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო~ – რაც აფხაზეთიდან გადმოვედით, მას მერე სულ სამხედრო სამსახურში იყო. ჯერ ბათუმში 25-ე ბრიგადაში, მერე სენაკში და ბოლოს ვაზიანში მსახურობდა. მეოთხე ბრიგადაში იყო. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ომი და დაძაბული სიტუაციები, ჩვენთვის ნაცნობია. იქ გადავრჩით, მშვიდობით გადმოვედით, აქ კი.... დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს პატარა გოგოს და ამით გაირკვა ყველაფერი. მუხათგვერდის სასაფლაოზე დავტოვეთ, რადგან თავის თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა, გვერჩივნა ისევ მათთან ერთად ყოფილიყო.~ ზურაბ ნაჭყებია 1964 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. აფხაზეთის ომგამოვლილი, ისევ რუსულმა აგრესიამ იმსხვერპლა. სულით მებრძოლი, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. 2 ქალიშვილი დარჩა - ნინი და ნანა. დღეს ისინი მამის სახელით ამაყობენ, ისევე, როგორც პატარა შვილიშვილი იამაყებს, ბაბუის თავგანწირვით, როცა გაიზრდება.