აბაშიძე მალხაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მამა, არ შეგეშინდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით~ – ამ სიტყვებით დააიმედა მალხაზმა მამა 7 აგვისტოს. მას შემდეგ მისი ხმა მშობლებს არ გაუგონიათ. შვილის გვარი 9 აგვისტოს გარდაცვლილთა სიაში ამოიკითხეს. ილია აბაშიძე, მამა: `მალხაზი 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ცხელ ხაზზე საავიაციო დაბომბვისას. მეგობრები მიყვებოდნენ, ცხელ ხაზზე რომ ვიყავით, გვამხნევებდა, აბა ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჭურვის ნასხლეტი მოხვედრია და ადგილზევე გარდაცვლილა.~ მშობლებს ცრემლი არ უშრებათ, როცა მალხაზს იხსენებენ. მისი მშობლიური სოფლიდან ომში ბევრი ვაჟკაცი წავიდა, თუმცა მხოლოდ მალხაზი ვერ დაუბრუნდა კერას. მალხაზ აბაშიძე 1975 წლის 12 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ ვერნებში დაიბადა. მამა იხსენებს, რომ განსაკუთრებით დებ..........

აბრამაშვილი ზურაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის გმირია – დაიღუპა მამულისთვის. ზურა ვარიანელია... იაკობის სოფლიდან. ზურა ამაყობდა, რომ ღმერთკაცის სოფლიდან იყო. ბავშვობაში ჰქონდა ტირის თოფი და ჩიტებზე სანადიროდ დადიოდა, ერთთავად ლიახვზე იყო საბანაოდ, მერე დავაჟკაცდა და როცა ლიახვის ხეობას მტერი შეესია, უკვე სამშობლოს ჯარისკაცი, თავის ტყვიამფრქვევით ნადირობდა მტერზე... ბრძოლით გაიარა ცხრა სოფელი ცხინვალამდე. მტრისგან 14 წლის წინათ წართმეული ცხინვალის დაბრუნებით გამარჯვებაც დაიგემოვნა. ბოლოს ხეთაგუროვში იყო ჩასაფრებული, თანამებრძოლებთან ერთად, როცა ტყვია- წამალი შემოელიათ. ზურა ტყვია-წამლის მოსატანად გავარდა იქვე ახლოს, ზემოთ, ნაძვებთან და ის-ის იყო, უნდა წამოეღო, რომ პირველი საავიაციო დაბომბვა დაიწყო... 21 წლის ჭაბუკს, ზურაბ აბრამაშვი..........

აბრამიშვილი გოგა
დაიბადა

1967

დაიღუპა

2008

წოდება

ეს/პირი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა... გოგა აბრამიშვილი, 1967 წელს, სიღნაღში დაიბადა. სიღნაღშივე იზრდებოდა, სკოლაც იქ დაამთავრა. ჭკვიანი და წარჩინებული მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1985 წელს, სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხულა - სამკურნალო ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ჯარში გაუწვევიათ და მოსკოვთან ახლოს მსახურობდა. ჯარიდან დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო და სწორედ მაშინ გაიცნო, მომავალი მეუღლე, ნანა გვერდწითელი. ნანა გვერდწითელი, მეუღლე: „ჯარიდან რომ დაბრუნდა, ჩვენს კურსზე დაჯდა. წელიწადნახევარში დავქორ..........

ალავერდაშვილი რეზო
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ბოლოს ბრძოლის ველზე ნახეს, დაჭრილები გამოჰყავდა ფრონტის წინა ხაზიდან. თავადაც დაჭრილი ყოფილა, მაგრამ ბიჭები არ მიატოვა, ერთი გამოარიდა ტყვიების წვიმას, მეორე, მესამე და... ის კი ვერავინ ვეღარ იპოვა. დღეს რეზო ალავერდაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორისაა, გმირია, რომელიც სამშობლოს დაეკარგა. „სულ მგონია ხოლმე, რომ ცოცხალია და გამოჩნდება...“ -ამბობს ჯარისკაცის მამა... დედამ ვერ გაიგო შვილის ამბავი, მანამდე დატოვა ის ობლად. რეზო ალავერდაშვილი დედის ორმოცზე უნდა ჩასულიყო 9 აგვისტოს... 7-ში ომი დაიწყო... „1987 წლის 19 მაისს დაიბადა. პირველი შვილი იყო, ჩემი ძმის ოჯახში, შემდეგ კიდევ ორი ძმა შეეძინა. მაგისნაირი ბიჭი მეორე არ არსებობდა. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. 18 წლისას ჯარიდან მოწვევა მოუვიდა, არც..........

ანწუხელიძე გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დედამისს დღემდე არ სჯერა, რომ ის მკვდარია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს... ის შვილს დღესაც ელის... გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა. მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავდა, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად, ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო... ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა – ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც – ანა ჯ..........