ბალხამიშვილი ალბერტ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1958

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს მარნეულის აეროპორტის დაბომბვისას დაიღუპა მაიორი ბალხამიშვილი, პროფესიონალი მფრინავი, რომელმაც ცხოვრების 25 წელი სამოქალაქო ავიაციაში გაატარა, ბოლო 8 წელი კი – სამხედრო ავიაციაში. ალბერტ ბალხამიშვილი, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, კოპიტნარში გაფრენის ბრძანებას ელოდა, როცა მტერმა მარნეულს დაარტყა. უშანგი ბალხამიშვილი, შვილი: „1958 წლის 15 სექტემბერს დაიბადა, ვაზიანის დასახლებაში. ოჯახში მეორე შვილი იყო. სულ სამი ძმანი იყვნენ. ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული. სკოლის შემდეგ, მოსკოვში წავიდა სასწავლებლად და საფრენოსნო დაამთავრა. ხუთი წელი ისწავლა და უკან დაბრუნდა. მფრინავი იყო. სავალდებულო ჯარიც რუსეთში გაიარა. დედა სოფელ აღაიანში ცხოვრობდა, მამაჩემის მამიდაც ამ სოფელში ცხოვრობს. ერთმან..........

ბარამია მარლენ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

აფხაზეთი მისი მოუშუშებელი ტკივილი იყო, ხშირად იგონებდა წლებს, რომელიც იქ გაატარა. ენატრებოდა ცა, ზღვა და მიწა, სადაც დაიბადა, მაგრამ წაართვეს. აფხაზეთის დაბრუნება მისი ოცნება იყო. ოცნება, რომელიც ვერ აისრულა. 11 აგვისტოს შინდისთან ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი გმირი. სალომე სანაძე, მეუღლე: „მისი ნაწილი ომში 8 აგვისტოს წაიყვანეს, მანქანების კოლონამ ჩვენი სახლის წინ 11 საათზე ჩაიარა, სენაკის ბაზიდან გამოსვლის წუთიდან მირეკავდა. ქუჩაში გამოდი, ბავშვი დაიკავე და დამანახვეო, თითქოს გრძნობდა, რომ მეტად ვეღარ გვნახავდა. ცრემლიანი თვალებით ვუყურებდით, როგორ გაგვიცინა, რომ ჩაიარა. 10 აგვისტოს, როცა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენთვის დაერეკა, მითხრა: მე კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდოთო. 11 აგვისტოს, 4 ს..........

ბარბაქაძე ზვიად მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ექიმებს ევედრებოდა, გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო... მტერი რომ ფოთს ბომბავდა, ის სხვა ჯარისკაცებთან ერთად კატარღაზე იდგა. დაბომბვისას დაიჭრა. საავადმყოფოში მისული ევედრებოდა კიდეც ექიმებს, გადამარჩინეთ, მამა უნდა გავხდეო... ექიმებამდე კი მძღოლს ეხვეწებოდა ხმა მიეწვდინა მისი მშობლებისთვის... ზვიად ბარბაქაძემ 14 აგვისტოს დალია სული... დაიბადა 1986 წლის 24 თებერვალს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო. შემდეგ და-ძმაც შეეძინა. დედა გაიხსენებს, რომ ზვიადი ცელქი ბავშვი იყო, რომ ფრიადოსანი არ ყოფილა, მაგრამ კარგად სწავლობდა... „12 წლის იყო კინგბოქსინგზე რომ შევიყვანე... ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, ფოთის საზღვაო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, ტექნიკუმი რომ დაამთავრა, სავალდებულო ჯარში გაიწვიეს,..........

ბარდაველიძე ალია ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ცხინვალთან დაეცა. მაშინ, როცა რუსმა იერიში შანხაის დასახლებაზე მიიტანა, ასმეთაური ალია იქ იყო. 1984 წლის, 4 აპრილს დაიბადა. ალია ბაბუის სახელი დაარქვეს. პირველი შვილი იყო. მამა: „სკოლის პერიოდში სამხედრო აკადემიით დაინტერესდა. კარგად სწავლობდა... 4 წელი ისწავლა სამხედრო აკადემიაში. წოდებით ლეიტენანტი იყო. ბოლოს ომში ასმეთაური... ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, როგორც სამხედროს. ბევრი მადლობის სიგელი აქვს მიღებული, და სახლში რომ მოჰქონდა, ძალიან გვიხაროდა... ორფოლოში, პოლიგონზე წვრთნებს გადიოდა და ყველაფერს წარმატებულად ართმევდა თავს. ახლა მისი მეგობრები რომ მხვდებიან ხოლმე, მეუბნებიან, ჩვენ რომ დავიღლებოდით, ის მაინც არ ჩერდებოდა და ვარჯიშს აგრძელებდაო... დასაოჯახებელი იყო... ომი რომ არ დაწყ..........

ბასილაძე ბადრი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. კაპრალი ბასილაძე ამ დროს თანამებრძოლებთან ერთად სანგარში იყო. ჭურვიც სწორედ იმ ადგილს მოხვდა. 5 წუთით ადრე, მამას ესაუბრა ტელეფონით, დაამშვიდა, არ ინერვიულო ჩემზეო, მართლაც ოჯახი მასზე აღარ ნერვიულობს, მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ზუსტად იციან სადაც არის მათი შვილი, იციან, რომ იმ გმირთა შორისაა, ყველგან და ყოველთვის რომ დაფასდება მათი ამაგი სამშობლოს წინაშე. დარეჯან აბულაძე, დედა: `მაშინ, როცა ბოლოს მამამისს ტელეფონზე ესაუბრა, სანგარში ყოფილა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად. ბოლო წუთებში სხვას აფრთხილებდა - ნუ გამოხვალთ, საშიშიაო. ამ დროს თვითონ დაეცა ბომბი... დღესაც მიმძიმს ამ ყველაფრის გახსენება. ეჰ, რამდენი გადავიტანეთ... თვითონ გვირეკავ..........