ბეგიაშვილი ზურაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მარტო ჩემი ბიჭი კი არ მოკლეს, ჩვენც მოგვკლეს, ის შვილებიც და მთელი შთამომავლობაც, რომელიც ჩემს შვილს უნდა ჰყოლოდა“, – ამბობს სამხედრო ექიმის, ზურა ბეგიაშვილის დედა... შვილის დაღუპვის შემდეგ მან ვეღარ შეძლო პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელება, მამამ ინსულტი მიიღო ორგზის – ჯერ აგვისტოში, შემდეგ დეკემბერში, როცა მისი ვაჟი მუხათგვერდიდან მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს. შვილის სიკვდილი... ასეთი სიმწარისთვის ზურას დედას ოსი და რუსი დედებიც არ ემეტება... ზურას ბუნება ჰყვარებია, საერთოდ, სოფლად რომ ვინმე ესტუმრებოდა, მშობლიური კუმისის ლამაზ ადგილებს ათვალიერებინებდა, ჩანჩქერს, სოფლის ეკლესიას, თვითონაც რომ სადმე უცხო სოფელში ჩავიდოდა, შთაბეჭდილებების მოყოლას იმ სოფლის სილამაზით იწყებდა... ნელი ბეგიაშვ..........

ბეკურაშვილი მამუკა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მამუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ძმა დაელოდა და სკოლაში ერთად წავიდნენ – ერთ კლასში სწავლობდნენ. სავალდებულო სამსახურიც ერთად მოიხადეს და კონტრაქტზეც ერთად დარჩნენ. ერთ ასეულში მსახურობდნენ. აგვისტოს ომშიც ერთად წავიდნენ. ორივე ტანკებით. მამუკას ოცეული ცხინვალში შევიდა, ირაკლის ოცეული ცხინვალის მისადგომებთან. ირაკლის ტანკი რომ აუფეთქეს, ავტომატით შეჰყვა მეოთხე ბრიგადის ბიჭებს. ძმას ეძებდა ბრძოლის ველზე. მერე გაიგო, რომ მამუკა დაჭრილა. შინ გადარეკა, მამუკას მიხედეთ, დაჭრილებში ეძებეთო. მამუკა კი... სნაიპერის ტყვიით შუბლგახვრეტილი გააცალეს ბრძოლის ველს. მასაც აუფეთქდა ტანკი, კანტუზიაც მიიღო, მხარშიც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვა. არადა უკვე დაბომბვაც დაწყებული იყო. დატოვა ..........

ბეჟუაშვილი იოსებ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ოპტიმისტი, რადგან ჭეშმარიტი ქართველი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ბუნებით ოპტიმისტი. ქართველს რომ მომავლის იმედი არ ჰქონოდა, აქამდე ვერ მოვიდოდა. ნათქვამია, აღმართს დაღმართი მოსდევსო და პირიქით. რეალურად ასეცაა, საქართველო მრავალგზის აყვავდა და მრავალჯერ დაინგრა. დღესაც დანგრეულიდან იწყებს შენებას საქართველო, ანუ შეუდგა აღმასვლას. იმედი მაქვს, საქართველო სულ მალე იქნება მსოფლიოს თვალი, თავისი კულტურით, სილამაზითა და სიძლიერით. საქართველოს აღმასვლასა და გაძლიერებას სჭირდება თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომა და გვერდში დგომა. სამშობლოს ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილი უნდა იყოს. მისი სიხარული – ჩვენი სიხარული. ამას, რაც მალე შეიგნებს და გაითავისებს თით..........

ბერაია გოგა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დედას ორი ვაჟი ჰყავდა – გოგა და გიორგი. საქართველოს რომ რუსეთი დაესხა თავს, 8 აგვისტოს, დილას, დედამ ბიჭები ვერ დააკავა – დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი რეზერვში წავიდნენ. დედა, მეზობლებთან ერთად, ტელევიზორს იყო მიჯაჭვული. დაბომბვის ხმა რომ მოესმა, მიხვდა, სენაკის ბაზა იბომბებოდა. ვერც ერთს ვერ უკავშირდებოდა ტელეფონით. დედ-მამა ბაზაზე გავარდნენ. დედა ყველას, ვისაც კი თვალს მოჰკრავდა, შვილების ამბავს ეკითხებოდა. „რატომღაც სულ გოგას ვიძახდი, გიორგი არ მიხსენებია, ეს, ალბათ, რაღაც წინათგრძნობა იყო...“ – იტყვის დედა. დედა სიბნელეში ეძებდა შვილებს. უცებ მოესმა: „ბერაიას ბიჭი დაიღუპაო“. მივარდა დედა, სახელს ეკითხებოდა. არ ვიცითო, ეუბნებოდნენ... დედას შეატყობინეს, რომ გიორგი დაჭრილი იწვა ხო..........

ბერანძე ბადრი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ბედნიერი იყო გალელი ბიჭი ცხინვალში რომ შევიდა. თანაც თავის დაბადების დღეზე – ის იმ დღეს, 8 აგვისტოს გახდა 21 წლის და... და დაიღუპა კიდეც, დაიღუპა დაბომბვისას, როცა მეხუთედ შედიოდა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად. 17 წლის იყო ჯარში რომ წავიდა, 17 წლის იყო ცოლი რომ შეირთო. 21 წლისამ თავი გასწირა. თანამებრძოლნი გაიხსენებენ, რომ უშიშრად, თავდაუზოგავად იბრძოდა. ბადრი ბერანძე გალში დაიბადა, მაგრამ მტერმა მალე მოსწყვიტა პატარა ბადრი მშობლიურ გალს. ქობულეთში იზრდებოდა. ესლიო სიგუა, დედა: `ძალიან მოსიყვარულე, ცელქი და ეშმაკი იყო პატარაობისას. სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ მოუსვენარი იყო, მასწავლებელს ეუბნებოდა - 45 წუთი ერთ ადგილას რა დამაჯენსო~. ბავშვობიდან გიჟდებოდა სამხედრო ფორმაზე. 17 წლის ..........