ბერიანიძე არჩილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1972

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ იერიში გორზე მიიტანა. იმ ავბედით დღეს საქართველოს ისტორია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების სახელებით, ისევ შეივსო. არჩილ ბერიანიძე გორის ნაწილის დაბომბვის დროს დაიღუპა. გული უგრძნობდა, მაგრამ წამიც არ შეყოვნებულა, ისე გავიდა ბრძოლის ველზე. დღეს მის საქმეს მეუღლე აგრძელებს, ნათია გოგიშვილმა აჩის სახელზე ფორმა ჩაიცვა. გოგიშვილი ნათია, მეუღლე: „ომი რომ დაიწყო არასდროს მიფიქრია, რომ აჩის რამე დაემართებოდა. თვითონ მას ჰქონდა წინათგრძნობა. გაიძახოდა, მე მალე მოვკვდებიო და ბავშვებს განსაკუთრებულად ეფერებოდა. ბოლო პერიოდში სასწაულად მოსიყვარულე და თბილი გახდა. ძალიან შეიცვალა. არ მეგონა თუ ეს ის აჩიკო იყო. მეტ დროს ბავშვებთან ატარებდა. არსად არ უშვებდა, სულ უნდოდა, რომ..........

ბერიკაშვილი გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - II ხარისხი
დაიბადა

1973

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ერთხელ ცოცხლობს და ერთხელ კვდება ქართველი კაცი, მტრის სისხლით სავსე, ზოგჯერ მისვამს ეს სავსე თასი, ეი, ძმობილო სიკვდილს რად ეძებ, აცადე ღმერთსა, ვიდრე ის თვითონ მიგიყვანდეს სამარეს შენსას... ეს პატარა, ხაიამის სტილში ნაწერი ლექსი ნაზი ბერიკაშვილმა მეუღლის საფულეში იპოვა. იმ საფულეში, რომელიც ვაზიანიდან წამოიღო – მეუღლის გმირულად დაღუპვის შემდეგ. ეს ლექსი დაწერილია სიკვდილამდე 2 დღით ადრე... გიორგი ბერიკაშვილი 9 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში – მტერმა მისთვის ოცზე მეტი ტყვია გაიმეტა... დაიბადა და გაიზარდა თბილისში, იპოდრომთან. ბავშვობა ლაღი და უზრუნველი ჰქონდა. დედისერთა იყო, თან საკმაოდ გვიან შეძენილი და ანებივრებდნენ. მშობლები თან ჰყვებოდნენ, ყველა სურვილს უსრულებდნენ, მაგრამ აი, სპორტულ შეჯიბრ..........

ბერიძე თეიმურაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1974

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. სწორედ იქ, სადაც გმირმა ზოიძემ და მისმა ნათლიამ აიფეთქეს თავი, რომ ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვნენ. შინდისი შინდისფრად იმ დღეს გმირების სისხლით შეიღება. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. 1974 წლის 17 მაისს დაიბადა ხულოს რაიონში, 2008 წლის 11 აგვიტოს კი შინდისში დაეცა. ფუტკარაძე მანანა, მეუღლე: „ბოლოს 11 აგვისტოს დაგვირეკა. მითხრა: სამშვიდობოზე ვარ გამოსულიო, თუმცა ისიც მითხრა, მამაჩემს და ბავშვებს მიხედეო... თურმე ალყაში იყო, შინდისში, ზოიძემ და მისმა ნათლიამ, რომ აიფეთქეს თავი იმ ტერიტორიაზე. საათნახევარი ყოფილან ალყაში... მერე მითხრეს, როცა ბოლოს დაგირეკა და გითხრა სამშვიდობოს ვარო, მძიმედ დაჭრილი ყოფილა ..........

ბირთველიშვილი ზაზა
დაიბადა

1976

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ტ 72 – ტანკი ნომერი 406 - ზაზა `მიმინოს~ ეძახდა თავის ტანკს. ძალიან უყვარდა. ცხინვალში შევიდა, მას მერე არავის უნახავს, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. ვინც ბოლოს ნახა ამბობენ, გაშმაგებული იბრძოდა სამშობლოს დასაცავადო. ზაზა ბირთველიშვილი გმირია, უკვდავყოფილი, უსაფლავო. სამადალაშვილი ანა, მეუღლე: „სახლიდან ბოლოს 28 ივლისს გავიდა. ყაზარმული ჰქონდათ გამოცხადებული და სახლში ვერ მოდიოდა. 1 აგვისტოს დაბადების დღე მქონდა და ვერ გამოვიდა. მე ძალიან ნაწყენი ვიყავი. ტელეფონზე დარეკვის უფლებაც არ ჰქონდათ. 2-ში მაინც დამირეკა, მომილოცა. 5-ში გამოუშვეს რამდენიმე საათით, მერე 8-ში დილით დამირეკა 11 საათზე. ცხინვალში უკვე ორჯერ ვიყავით შესულები, ახლა მესამედაც უნდა შევიდეთ და სახლში მოვდივართო. მესამე შესვ..........

ბლიაძე დავით ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის ერთი ქვიშხეთელი ბიჭი იყო. ჯარში წასვლა დედის ავადმყოფობამ გადააწყვეტინა – დედას მკერდი მოჰკვეთეს... წავიდა და... დაამტკიცა, რომ დედის ნაწოვი ძუძუ არმად არ შერგებია – მტერს თავი შეაკლა. ავადმყოფი დედა ლოგინად ჩავარდა... თავს იმითღა ინუგეშებს, რომ მისი ვაჟი სამშობლოს შეეწირა ზვარაკად... დავით ბლიაძე სულ 23 წლის იყო... ბუხუტი ბლიაძე, მამა: „დათო სიყვარულითა და იუმორით სავსე ბიჭი იყო, მშრომელი, დაუზარელი... ძალიან ხალისიანი, ისე ხუმრობდა, რომ არავის წყენა არ რჩებოდა... სპორტი უყვარდა, ბავშვობაში კრივზეც დადიოდა. თევზაობა უყვარდა, კარგად ცურავდა. ზუსტად იცოდა, სოკო როდის უნდა მოკრეფილიყო, პირველს მას უნდა მოეკრიფა. ჯონჯოლი რომ შემოვიდოდა, აუცილებლად კრეფდა და მოჰქონდა, შრომა უხაროდა. სწავლაც უ..........