ბოკუჩავა თემურ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ჯარისკაცმა თავის ბიჭუნას ალექსი დაარქვა. მეუღლემ ჰკითხა: „რატომ მაინცდამაინც ალექსი?“ ჯარისკაცი მეუღლეს დაჰპირდა, რომ ბავშვის ნათლობისას ეტყოდა, „რატომ მაინცდამაინც ალექსი“. ბავშვი 28 აგვისტოს უნდა მოენათლათ. 8 აგვისტოს ის გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან და ეს საიდუმლო თან ჩაიტანა მიწაში, იმ მიწაში, რომლის დაცვასაც შესწირა თავი. თემურ ბოკუჩავა სოხუმელი იყო. 1983 წელს დაიბადა სოხუმში. ათი წლისაც არ იყო, მშობლიური ქალაქი რომ დაატოვებინა მტერმა. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მისი სახელობისაა. მაია ცეცხლაძე, მეუღლე: „ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა, ამასთანავე, ძალიან ცელქი...“ ბავშვობა დევნილობასა და ოცნებაში გაილია – სოხუმში და..........

ბოჭოიძე ზაზა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭის ოჯახი საინგილოში გადადიოდა. საზღვარზე საბუთების წარდგენისას უფროსმა ვაჟმა რიხით დაიძახა: „მე გმირი მამის შვილი ვარ!“ ბიჭუნა ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. იცის, რომ მამამისი გმირია. უნდა, რომ ჯარისკაცი გამოვიდეს და მამასავით გმირი გახდეს... მამამისი – ზაზა ბოჭოიძე მანავში დაიბადა 1978 წელს. სკოლაში კარგად სწავლობდა, მეოთხე კლასიდან ჭიდაობაზე დადიოდა. დედა, ნინო ბოჭოიძე: „სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ჩემი მეუღლე რუსეთში იყო, თბილისში შვილის შენახვა მარტომ ვერ შევძელი და ამიტომ მარნეულში დაამთავრა უნივერსიტეტი. მესამე კურსზე იყო, როდესაც სასამართლოში დაიწყო მუშაობა მოსამართლის თანაშემწედ. შემდეგ 2 წელი ადვოკატად მუშაობდა. საბანკო საქმი..........

ბრეგაძე ფრიდონ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

რუსულმა ავიაციამ სოფელ ნიქოზზე მიიტანა იერიში. ფრიდონ ბრეგაძის ბატალიონი ქართულ პოზიციებს ამაგრებდა. 5 ქართველი მეომარი დაიღუპა დაბომვის დროს, ბრეგაძე მათ შორის იყო. ის გმირულად დაეცა სამშობლოს სადარაჯოზე. დღეს მის ისტორიას მეომარი ძმა იხსენებს, რომელიც ერთადერთ იმედად დარჩა ოჯახს. კოტე ბრეგაძე, ძმა: `მე ვაზიანის ჯარში ვმსახურობ. 2008 წლის ივლისში, ორი თვე, შვებულებით ვიყავით ჩამოსულები სოფელში. ორივე გამოგვიძახეს. ჩვენ-ჩვენ ბაზებში წავედით. კარგად ვიცოდით სადაც გვიწევდა წასვლა, ვიცოდით, რომ ომი დაიწყო... მე პირველივე დღეს დავიჭერი, ფრიდონი კარგად იყო. ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდა. ამ დროს ჩემი ძმა ნიქოზში იყო. 8 აგვისტოს დავუკავშირდით, და მითხრა, - გამოვდივარ სამშვიდობოს, მაგრამ ისე მოხ..........