გლუნჩაძე ზაზა ვახტანგ გორგასლის ორდენი - II ხარისხი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს, დილით, 42-ე ბატალიონი უკვე ცხინვალში იყო. მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ქართველი მეომრები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, რომ როგორმე რუსული აგრესია მოეგერიებინათ. ზაზა გლუნჩაძე მეორე ასეულში იყო, პირველ ხაზზე იბრძოდა, მანამ, სანამ რუსული ავიაცია ცხინვალის დაბომბვას არ დაიწყებდა. ამ დაბომბვის შემდეგ ზაზა ცოცხალი აღარავის უნახავს. მისი და მასთან ერთად დაღუპული ქართველი გმირების გადმოსვენება ცხინვალიდან მხოლოდ უწმინდესის ძალისხმევით მოხერხდა. ქეთევან ცუცქირიძე, მეუღლე: „არასოდეს უთქვამს, რომ დაიღალა, ბოლოს 10 ივლისს იყო სახლში. მას შემდეგ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. საერთოდ, ძალიან თბილი ადამიანი იყო, განსაკუთრებით ჩვენს მიმართ. 47 ბიჭი რომ გადმოასვენა პატრიარქმა, იმ 47..........

გოგნაძე ვალერი ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სიცოცხლე დათმო, ისევე, როგორც აგვისტოს ომში დაღუპულმა უკვდავყოფილმა გმირებმა. დღეს ვალერი გოგნაძე მათ რიგებშია. „იქ ვარ, სადაც საჭიროაო“ – ეს იყო პასუხი კითხვაზე „სად ხარ“? – ოჯახი დარდობდა, დედა შვილისთვის ლოცულობდა, მაშინ ვერ გაიგო სად იყო, ახლა კი იცის. ვალერი ძმათა სასაფლაოზე, მუხათგვერდში განისვენებს. ლიანა პერანიძე, დედა: „სამი კვირის უნახავი მყავდა. რომ გავიგეთ ომი დაიწყო, თვითონ დაგვირეკა. ჩვენ ვერ ვახერხებდით დაკავშირებას. გვამშვიდებდა ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარო. ეს იყო 9, 10, 11 აგვისტო, ამ ხნის განმავლობაში სულ გვამშვიდებდა. ამ დროს ისინი ვარიანში იდგნენ. ბოლოს 11 აგვისტოს დაგვირეკა, ვკითხე სად ხარ-მეთქი, აი ასე მიპასუხა: ,,სადაც საჭიროა იქ“. იმის ..........

გოგორიშვილი გიგა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოვიდა, რუსულ აგრესიას მაინც ვერ გადაურჩა. გიგა გოგორიშვილი მაშინ დაიღუპა, როცა მისი ბატალიონი თბილისის გასამაგრებლად მოდიოდა. შემოდგომით ქორწილს აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა... გიგა გოგორიშვილი 1987 წელს დაიბადა ქუთაისში. ოჯახში პირველი შვილი იყო, მალე ძმაც შეეძინა. მამა იტყვის, რომ გიგა სხვებისგან პატიოსნებით გამოირჩეოდა. ტიტე გოგორიშვილი, მამა: `გამორჩეული იყო პატიოსნებით და ადამიანობით. ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ გიგამ რაიმე დაუშავა. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ოთხები ჰყავდა, ხანდახან – სამებიც... სკოლის დამთავრების შემდეგ, ფარმაცევტული დაამთავრა. სამხედრო ვალი კრწანისში მოიხადა, წელიწადნახევარი მუშაობდა იქ ლაზარეთში. ჯარიდან რომ დაბრ..........

გოროზია სერგეი ვახტანგ გორგასლის ორდენი - II ხარისხი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მან თავისი სოხუმი დაიბრუნა ცხინვალში. 9 სოფელი, ცხინვალამდე შეუსვენებლივ - შეძახილით – წინ!!!!!! არ შეუსვენია ერთი წამი. თანამებრძოლები გაიხსენებენ, რომ არასოდეს უნახავთ ასეთი ბედნიერი ადამიანი, როგორც სერგეი გოროზია იყო, იმ ღამით ცხინვალში. არავინ იცის, საიდან იღებდა იმ ზღვა ენერგიას ის პატარა ბიჭი... ერთად დადუმდა მისი ტყვიამფრქვევი და გულისცემა... სოხუმში დაბადებული, გალში გაზრდილი ბიჭი, ქართულ ჯარში შევიდა და ცხინვალთან დაეცა გმირულად. ჯარში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, დედას სოხუმში გაეპარა, ფიცი დადო სომხების მიერ მოკლულ მამის საფლავთან, რომ ქართულ ჯარში შევიდოდა და სოხუმს დაიბრუნებდა. სოხუმი ვერ დაიბრუნა, მაგრამ საარაკო გმირობის ჩადენა შეძლო... სულ 20 წლის იყო. სერგეი ნანატრი შვილი იყო, ..........