დევნოზაშვილი ნოდარ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1967

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

წუთი-წუთზე ბრძანებას ელოდა, კოპიტნარში რომ წასულიყო დაჭრილების წამოსაყვანად, როცა მტერმა მარნეულის დაბომბვა დაიწყო და... თავად გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი... ნოდარ დევნოზაშვილი 1967 წელს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ბოლნისის რაიონში, სოფელ რატევანში. ოჯახში 4 შვილი იზრდებოდა. რვა კლასი რატევანის სკოლაში დაამთავრა, სწავლის გაგრძელება აღარ უფიქრია, მართვის მოწმობა აიღო. მალე ჯარშიც გაიწვიეს და 2 წელი მონღოლეთში მსახურობდა. 25 წლის იყო თავის მომავალი მეუღლე რომ გაიცნო. ლალი ღარიბაშვილი, მეუღლე: `ნოდარი ჩემი მამიდაშვილის ოჯახში გავიცანი, მისი ძმაკაცი იყო. ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო, პირველი დანახვისთანავე მოვწონებივარ... მერე ყოველდღე მაკითხავდა დმანისში, `06~ მარკის ჟიგული ჰყავდა, თავისი შ..........

დვალიშვილი დავით
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დავით დვალიშვილი 11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. სხვა ინფორმაცია მის ოჯახს არა აქვს. დათომ მათ მხოლოდ იმედი დაუტოვა: „ყველაფერი კარგად იქნება“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. დავით დვალიშვილი წოდებით კაპრალი იყო, 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ზაირა დვალიშვილი, დედა: „დათო 1980 წლის 15 აგვისტოს, ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში დაიბადა. ქუთაისში ნიკოლაძის სახელობის სპორტული სკოლა დაამთავრა. სკოლის შემდეგ სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში განაგრძო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაცვაში მუშაობდა, პირადი მცველიც იყო, შემდეგ ჯარში წავიდა. 2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. ერთი წლის შემდეგ კონტრაქტით ვაზიანში..........

დვალიშვილი მიხეილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული გაშმაგებული ებრძოდა მომხვდურს. თორმეტნი ყოფილან, საათნახევარი შეაკავეს მტერი, მაგრამ ბოლოს მათზე იერიში რუსულმა ავიაციამ მიიტანა. ყველა დაიღუპა, მათ შორის მიხეილ დვალიშვილიც... დღეს ყველა გმირია. ,,მზეში დაიწვა ფიქრი და დარდი, ვერ დაგიკოცნე ნათელი კალთა, ვერ შემოვაღე დედი ჭიშკარი“. მიხეილ დვალიშვილმა წინათგრძნობა ლექსად აქცია – ეს სიტყვები მან 2008 წელს, ომამდე დაწერა. 6 აგვისტოს კი ბოლო ლექსი დატოვა: ,,ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება, შინმოუსვლელი ძმები გახსოვდეთ! დაუბრუნდება ბუდეს მერცხალი ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით“. თეონა დვალიშვილი, და: „2008 წლის 6 აგვისტოს გავაცილეთ. მამამ გააცილა ვანიდან მეგობრებთან ერთად. მამა იხსენებს ხოლმე, მაშინ განსაკუთრებულა..........

დიასამიძე ედნარ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1974

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს, ღამით, რუსულმა მოიერიშეებმა სენაკის სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. რუსული მოიერიშეების და ბომბდამშენების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო. პირველი დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მოპირდაპირე ყაზარმიდან ჯარისკაცები თანამებრძოლთა მისაშველებლად გაიქცნენ. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, ედნარ დიასამიძე, დაბომბილი ტერიტორიიდან მეგობრების ევაკუაციას აპირებდა, დაბომბვიდან რამდენიმე წუთში, რუსული მოიერიშე კვლავ ბაზის თავზე დაფრინავდა, ჩამოყრილმა ჭურვებმა თანამებრძოლის დასახმარებლად მისული უმცროსი სერჟანტი, ედნარ დიასამიძე იმსხვერპლა. ედნარ დიასამიძე 1974 წლის 22 აპრილს, ქობულეთის რაიონის სოფელ სახალვაშოში დაიბადა...........

დოთიაშვილი ზაზა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1977

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის ერთი გორელი ბიჭი იყო. ერთი შეხედვით, სხვებისგან არაფრით განსხვავებული. მის ცხოვრებაში იყო ბევრი წარმატება, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც, თუმცა ერთ დღეს, მოულოდნელად ყველაფერზე უარი თქვა და ჯარში კონტრაქტით წასვლა გადაწყვიტა. ზაზა დოთიაშვილი 30 წლის იყო... მზია დოთიაშვილი, დედა: „1977 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა. პირველი შვილი იყო და ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა. თბილი, ძალიან წყნარი ბავშვი იყო. არ მახსოვს, მის გამო საყვედური მიმეღო. კარგად სწავლობდა... განსაკუთრებულად კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და უპრეტენზიო იყო. 30 წლის ისე გახდა, რომ არ მახსოვს, რამე სხვანაირად ეთქვა ჩვენთვის...“ სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წითელ დიპლომზე დაამთავრ..........