დოიჯაშვილი ონისე მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ოთხი წლის იყო ონისე, მამა რომ მოუკლეს 1992 წლის იანვარში, მეტეხის ხიდთან. დედამისს, სრულიად ახალგაზრდა, 29 წლის ნუნი გოგოლაძეს ოთხი ობოლი დარჩა და სწამდა, რომ განგება ამ სიმწარეს აკმარებდა. მაგრამ არ აკმარა. შვილი რუსებმა მოუკლეს აგვისტოს ომში. ონისე დოიჯაშვილი შიდა ქართლში, სოფელ ზემო ხვითში იზრდებოდა ობლობაში. გიორგი დოიჯაშვილი, ძმა: „მამა რომ დაგვეღუპა, მე ექვსი წლის ვიყავი, ჩემი უფროსი და – ცხრა წლის, ონისე – ოთხის. საშინელი გაჭირვება იყო. დედას ვეხმარებოდით, თავიდანვე გვიწევდა თავის გატანისთვის ბრძოლა. ონისე ცელქი იყო, მაგრამ ბავშვობიდანვე ჰქონდა ოჯახის სიყვარული, სულ ცდილობდა, რომ რაიმეთი ესიამოვნებინა ჩვენთვის, როგორმე პატივი ეცა, დაუზარელი იყო, არაფერი ეზარებოდა. სკოლაშიც ნორმალურად ..........

დოლიძე შალვა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1977

დაიღუპა

2008

წოდება

მაიორი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მაიორი დოლიძე ცხინვალში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 9 აგვისტოს, როდესაც რუსი აგრესორები მასიურად ბომბავდნენ სამაჩაბლოს, მისი ბატალიონი ცხინვალში იყო შესული, რათა მიმდებარე ქართული სოფლებიდან გამოეყვანათ და გადაერჩინათ მოსახლეობა. შალვა დოლიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. ბატალიონის მეთაური ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. ისინი დღესაც სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მეთაურს, მის თავდადებაზე და პრინციპულობაზე საუბრობენ. შალვა დოლიძე 1977 წლის 21 სექტემბერს, ქ. ჩიტაში დაიბადა, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა, ზაურ დოლიძე, იმ პერიოდში, სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი იყო. 6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, რის გამოც მამა, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად, თბ..........