თიგიშვილი გელა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1972

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გელა თიგიშვილი ცხინვალთან, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. მოწინავე პოზიციაზე მდგარა თანამებრძოლებთან ერთად. არავინ იცის, სნაიპერმა იმსხვერპლა თუ ჭურვმა. ბიჭებმა ის უკანასკნელად ბრძოლის ველზე გარდაცვლილი ნახეს, მაგრამ ცხელი წერტილიდან ვერ გამოიყვანეს. ოჯახმა ის უნახავად დაიტირა. ბოლო საუბარი მეუღლესთან 7 აგვისტოს ჰქონდა. ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „6 აგვისტო რომ თენდებოდა, გამოიძახეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. სახლიდან გასვლის წინ და შემოსვლისას ერთმანეთს ვკოცნიდით ხოლმე. იმ ღამესაც კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლიდან რომ გავიდა, ისე მშვიდად დამეძინა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, უბედურება დაგვმართოდა. რომ დავრეკე, მითხრა, გორში ვარო და ცხინვალთან ყოფილა. ეგ რომ ნამდვილა..........

თუთისანი მერაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ცხინვალის მისადგომებთან, ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეგობრების გამოყვანის დროს დაიღუპა - მერაბ თუთისანი, 22 წლის ვაჟკაცი, გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო და შეეწირა კიდეც თავი საყვარელ საქმეს. `თუთი~ – ასე მიმართავდნენ მას მეგობრები. თინა ფხაკაძე, დედა: `მერაბი, ქალაქ ხონში 1986 წლის 12 თებერვალს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსთა დირექციამ დააჯილდოვა - მხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. მერაბს ხონის 1-ლი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წელს ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ ზედიზედ სამჯერ დააჯილდოვა, ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე, კალათბურთში..........

თურმანიძე ფრიდონ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გორთან, სოფელ ყელქცეულში ნახეს ადგილობრივებმა გმირულად დაცემული უცნობი ჯარისკაცი. უპატრონეს, დაკრძალეს და ხმაც მიაწვდინეს ოჯახს. ფრიდონ თურმანიძე 7 აგვისტოს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა, ისევე, როგორც არაერთი მისი თანამებრძოლი. ცხელი წერტილიდან გამოსული, უკან შებრუნდა დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად, მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო. მზია ჯაბნიძე, მეუღლე: `ომის დაწყებამდე ველაპარაკე. ნაწილიდან დამირეკა, აინტერესებდა საინფორმაციო გამოშვებებში რას გადმოსცემდნენ. სევდიანი ხმა ჰქონდა... მე მერე ახალი ამბების გასაგებად ჩავრთე ტელევიზორი და დაკავშირება რომ ვცადე, ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. მოლოდინი არ ჰქონდაო ვერ ვიტყვი... ადამიანი როცა ჯარში მიდიხარ, იქ ყველაფერს უნ..........