მახარაშვილი ზაურ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტო... შუაღამე... 144-ე ბატალიონის მე-4 ბრიგადა ვაზიანიდან ცხინვალის მისადგომებისკენ მიმავალ გზას დაადგა. ეს ბრძანება იყო. მეოთხე ბრიგადაში 21 წლის ზაურ მასხარაშვილიც მსახურობდა. სიბნელეში ბევრი სოფელი გაიარეს და რაც უფრო უახლოვდებოდნენ ცხინვალს, სროლის ხმაც უფრო ახლოს ისმოდა... ცხინვალთან უკვე ომი იყო. შინდისთან ორმოში ჩავარდნილი, ფეხმოტეხილი მეგობარი იპოვა, რომელიც შველას ითხოვდა. მეგობრებისთვის ეს წუთები საბედისწერო აღმოჩნდა... მტრის თვითმფრინავმა ბომბი ზუსტად მაშინ ჩამოაგდო, როცა ზაურს დაჭრილი მეგობარი ორმოდან ამოჰყავდა... ორივე ადგილზე დაიღუპა. მას გულის ჯიბეში რვეული ედო, ამ სისხლიან და ნატყვიარ ჩანაწერებს დედამისი დღემდე ინახავს. ეს დაღუპული გმირის დედისთვის, დარეჯან მახარაშვილი..........

მგალობლიშვილი ფილიპე მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1976

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

7აგვისტოს ერგნეთის ტეკთან ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. ზაზა ერთ-ერთ მანქანას მართავდა... ახალი ნაოპერაციევი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ომში მაინც წავიდა. გამოგადგებითო, უთქვამს მეგობრებისთვის. საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა, ქორწინების მეცხრე წლისთავზე. ჩხიკვიშვილი თამარი, მეუღლე: „ბოლოს 6 აგვისტოს მელაპარაკა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ მაშინ, რომ ველაპარაკე ტელეფონით, ისეთი ცივი და გაყინული ხმა ჰქონდა, ვერ მივხვდი რატომ იყო ასეთი... ვუთხარი დაწყნარდი კიდევ დაგირეკავ-მეთქი... იმის მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო. სად იყო და როგორ იყო არ მეუბნებოდა... 7 აგვისტოს ბავშვებთან ერთად ურეკში ვიყავით. ჩვენი მეგობარი გოგოა, მეოთხე ბრიგადაში მუშაობს, იმან დამირეკა და მითხრა, ..........

მებაღიშვილი გელა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1972

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

როცა მოვკვდები და აღარ ვიქნები, რად მინდა თქვენი ვარდი და ია, ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ, ჩემი მოკლული რუსების სია...“ ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 11 წლის ბიჭუნას ტელეფონით წაუკითხა 10 აგვისტოს, გამთენიისას... დათო მებაღიშვილი: „ეს ლექსი გათენებამდე მითხრა. აი, რომ აბობდნენ, რუსები უნდა შემოვიდნენ თბილისშიო. ბოლოს მე მელაპარაკა და ვიცოდი, რომ საქმე აღარ იქნებოდა კარგად... მითხრა, მარიკოს კარგად მოუარე, მე რომ რამე მომივიდეს, მაგის მამა შენ უნდა იყოო... მივხვდი, რომ საქმე აღარ იყო კარგად...“ პატარა მარიამი, რომელიც მამამ თავის ვაჟს ჩააბარა, სულ 7 თვის იყო, ახლა მარიამი წლინახევრისაა, დათუნა კი – 12 წლის. როცა ჰკითხავ, რა გამოხვალო? მტკიცედ გპასუხობს: „რა თქმა უნდა, ჯარისკაცი“. „მამას..........

მელია სერგო ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

როცა მოვკვდები და აღარ ვიქნები, რად მინდა თქვენი ვარდი და ია, ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ, ჩემი მოკლული რუსების სია...“ ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 11 წლის ბიჭუნას ტელეფონით წაუკითხა 10 აგვისტოს, გამთენიისას... დათო მებაღიშვილი: „ეს ლექსი გათენებამდე მითხრა. აი, რომ აბობდნენ, რუსები უნდა შემოვიდნენ თბილისშიო. ბოლოს მე მელაპარაკა და ვიცოდი, რომ საქმე აღარ იქნებოდა კარგად... მითხრა, მარიკოს კარგად მოუარე, მე რომ რამე მომივიდეს, მაგის მამა შენ უნდა იყოო... მივხვდი, რომ საქმე აღარ იყო კარგად...“ პატარა მარიამი, რომელიც მამამ თავის ვაჟს ჩააბარა, სულ 7 თვის იყო, ახლა მარიამი წლინახევრისაა, დათუნა კი – 12 წლის. როცა ჰკითხავ, რა გამოხვალო? მტკიცედ გპასუხობს: „რა თქმა უნდა, ჯარისკაცი“. „მამას რო..........

მელიქიძე თამაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1976

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს, როცა რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე, თამაზიც იქ იყო... პირველ იერიშს გადაურჩა, დაჭრილი მეგობრები გამოჰყავდა სამშვიდობოს, როცა მეორე კასეტური ბომბი ჩამოვარდა. თამაზ მელიქიძე ადგილზე გარდაიცვალა. თეა ჯაფარიძე, თამაზის მეუღლე: `გამთენიისას გავიდა სახლიდან, მითხრა, ორ დღეში აქ ვიქნებიო... ორ დღეში მიცვალებული ამოიყვანეს... მანქანით იყო ამოსული და, როცა გამოიძახეს, მანქანა სახლში დატოვა... თავისი სპორტული ჩანთა მოიკიდა და წავიდა. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა. ხომ ვუყურებდი ტელევიზორს და ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ ერთი წამით არ გამივლია თავში თამაზის სიკვდილი... როგორც გადმოცემით ვიცი, როცა ნაწილში ჩასულა, თავისი თანამებრძოლე..........