მელქაძე ლევან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თერთმეტი აგვისტო თენდებოდა, გვიან ღამით ხეთაგუროვში პატარა სალოცავი იპოვა, მთელი ღამე ილოცა, ღმერთს ევედრებოდა... ახლად შერთული მეუღლე და 3 დღის ჩვილი დატოვა სამშობიაროში. ალბათ, მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრას სთხოვდა უფალს. 11 აგვისტოს, დილით, დედას უკანასკნელად დაურეკა: მშვიდობით ვარ, მოვდივარო... მას მერე ლევანის ხმა აღარ გაუგონიათ. ხეთაგუროვიდან გამოსვლისას მტრის ალყაში მოექცა მისი ოცეული, შეტაკებისას დაიღუპა... ლევან მელქაძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. ქეთევან ტორონჯაძე, დედა: „ბოლოს ჩვენგან 5 აგვისტოს წავიდა. ომი რომ დაიწყო, ვუკავშირდებოდით, მაგრამ გვატყუებდა, კოპიტნარში ვარ, კარგად ვარო. ამ დროს კი ცხელ ხაზზე იყვნენ თურმე. 11 აგვისტოს დილას დაგვირეკა, გვითხრა: ყველაფერი კარგად არი..........

მეხატურიშვილი იოსებ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის თავის სახლთან ერთ კილომეტრში მოკლეს რუსებმა – გორის სატანკო ბაზის დაბომბვისას. იოსებ მეხატურიშვილი მშობლებისთვის მესამე ბიჭი იყო. ორი ძმა ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ჯერ ერთი წავიდა ჯარში კონტრაქტით, მერე – მეორე. არ უნდოდა დედას მესამე შვილიც გაეშვა ჯარში. „ვეუბნებოდი, არ წახვიდე, შვილო, სამ შვილს ქორწილში არ გაგზავნის დედა და მე როგორ უნდა გაგგზავნოთ ჯარში-მეთქი. არ მინდოდა, რომ სამივე ჯარში ყოფილიყო. მაინც შიში მიპყრობდა... რამდენიმე წლის წინათ დისშვილი მომიკლეს, რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ და... როცა იოსებს ვეუბნებოდი, ჯარში არ წახვიდე-მეთქი, მეუბნებოდა: ჯარში, რომ არ იყო, ხომ მაინც ისე მოხდა, რაც ეწერაო... რაც ადამიანს უწერია, არ ასცდებაო... ვეუბნებოდი, რამე რომ მოხდეს, წინა ხაზზე ჯარისკა..........

მიდელაშვილი ლევან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

იმ საღამოს, ომი რომ დაიწყო და განგაში გამოცხადდა, შინ იყო. როცა ნაწილიდან ურეკავდნენ, ტელეფონზე საუბრობდა და დაკავშირება ვერ მოახერხეს. შემდეგ ძმაკაცმა დაურეკა მის ძმას, განგაშია, გვიბარებენო. სასწრაფოდ დაუკავშირდა ნაწილში დარჩენილ მეგობარს. „ცხინვალში მივყავართ, ძმურად, გთხოვ, ნუ წამოხვალ, გასული ხარ ნაწილიდან, გაერიდე სიტუაციას“, – ძმაკაცის ამ სიტყვებმა წყობიდან გამოიყვანა, მაგ კაცად მიცნობ, რომ არ წამოვიდეო? ჩაიცვა და გავარდა ომში... მართლა ღიმილის ბიჭი იყო, ოცი არ გადაეხადა... მხოლოდ სექტემბერში შეუსრულდა ოცი წელი, როცა უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო. ლევან მიდელაშვილი – ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში დაბადებულ-გაზრდილი, გულანთებული ბიჭი. მასზე ერთი წლით უმცროსი ძმა იხსენებს, რომ ლევანს ხშ..........

მიჩიტაშვილი მზეჭაბუკ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი 32 წლის იყო... 17 წლისა დაოჯახდა და სავალდებულო სამხედრო სამსახური არ მოუხდია. ჯარში წასვლა 32 წლისამ გადაწყვიტა, კონტრაქტს მოაწერა ხელი... ექვსი თვე იმსახურა... 1975 წელის 14 ოქტომბერს, მცხეთობას, სოფელ ზერდში, მიჩიტაშვილების ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა, მზეჭაბუკი დაარქვეს. სულ ოთხნი იყვნენ – სამი ძმა და ერთი და. ჭკვიანი და დამჯერი ბავშვი ყოფილა... 12 წლისამ კლარნეტზე დაკვრა ისწავლა. კარგად მღეროდა. 13 წლისას კონსერვატორიაში მოუსმინეს, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს. მუსიკის გარეშე ვერ წარმოედგინა ცხოვრება... „დედმამიშვილებისგან განსხვავებული იყო. უმცროს ძმას, ზვიადს სულ იმას ეუბნებოდა, ჯარში აუცილებლად უნდა წახვიდეო... გორში ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, მეკლარნეტე ჭაბუ..........

მორბედაძე ირაკლი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ბავშვი 2 წლისაა უკვე... სურათებით ცნობს მამას. აიღებს ფოტოებს და კოცნის ბევრს...“ ირაკლი მორბედაძე ომამდე ორჯერ იყო რეზერვში. 8 აგვისტოსაც გამოიძახეს, თვალის დაუხამხამებლად წავიდა რეზერვში... და დაიღუპა... ირაკლი მორბედაძე თბილისში, 1985 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. მშობლებისთვის – ოთარ და მარინა მორბედაძეებისთვის ირაკლი პირველი შვილი იყო, შემდეგ ქალიშვილიც შეეძინათ. დედა: „ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, ძალიან ჭკვიანი, სკოლაში კარგად სწავლობდა, ქუჩაში ზედმეტად სიარული არ უყვარდა, კარგი სამეგობრო ჰყავდა და სულ მათთან იყო...“ სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ჩააბარა, სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ირინა. გაიცნო და შეუყვარდათ ერთმანეთი. უნივერსიტ..........