მჟავანაძე რაულ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1973

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტო. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ცხინვალის შემოგარენიდან, საცეცხლე ზონიდან გამოდიან. რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე `სუ-25~-ების მიზანი კი მათი აღმოჩენა და ლიკვიდაციაა. ერთ-ერთი საჰაერო იერიშისას რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა, მათ დასახმარებლად და საცეცხლე ზონიდან გამოსაყვანად თანამებრძოლები მივიდნენ. ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული... ისმოდა დაჭრილთა ყვირილი. მეცხრე დაჭრილი გამოყავდა კაპრალ რაულ მჟავანაძეს, როდესაც რუსული მოიერიშის მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. ეს იყო საერთაშორისო კონვენციით აკრძალული, მასობრივი განადგურების კასეტური ბომბი, რომელმაც აგვისტოს ომში არაერთი მეომრის სიცოცხლე შეიწირა. თანამებრძოლებმა სხვ..........

მურადაშვილი გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სუდარა მომავალი საცოლისთვის წინასწარ ნაყიდი საპატარძლო კაბის საკაბისგან შეუკერეს, კუბო სახურავიდან ჩამოღებული ფიცრებისგან შეუკრეს... ასეთ საველე პირობებში კრძალავდნენ, გორის სატანკო ბაზის დაბომბვისას დაღუპულ, 24 წლის გიორგი მურადაშვილს მამისეულ სოფელში, სკრაში. ღამით ბაღჩაში დასაკრძალ ადგილსაც ეძებდნენ, რუსის პარპაში უკვე დაწყებული იყო. 12 აგვისტოს, დილით, ოჯახს შეატყობინეს, რომ დაბეზღებულები იყვნენ და მალე დაადგებოდნენ რუსები. დილის 9 საათზე გაასვენეს, რომ დაეკრძალათ. პროცესია თავზარდამცემი იყო – მიასვენებდნენ და თავზე ბომბდამშენები დასტრიალებდნენ, გზადაგზა წვებოდნენ, იმალებოდნენ, მერე ისევ დგებოდნენ, გზას აგრძელებდნენ... 11-ის ნახევრისთვის უკვე რუსი სნაიპერები ისხდნენ მათ ხეივანზე... გიორგ..........