ნოზაძე შმაგი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. პირველ დაბომბვას გადაურჩა. ყველას გამოუღწევია იქაურობიდან. მასაც, მაგრამ მერე ისევ შებრუნებულა. ყველა ამბობდა თურმე, ეგ თუ ისევ იქ შებრუნდა, გიჟი ყოფილაო. გიჟი კი არა, გმირი იყო... გმირი, რომელსაც სნაიპერმა მოუსწრაფა სოცოცხლე... შმაგი ნოზაძე 1984 წელს, სოფელ ნინიგორში დაიბადა. წლის და 2 თვის იყო შმაგი, მამა რომ ავტოავარიაში დაეღუპა. პედაგოგი დედა ორ ობოლს ზრდიდა. რუსუდან ჩუთლაშვილი, დედა: `შმაგი ბავშვობიდან ძალიან მშრომელი იყო. პატარა იყო, როცა თბილისში ჩამოდიოდა და ფიზიკურად მუშაობდა. ტანსაცმელსაც თავისით ყიდულობდა... ბავშვობაში ცეკვაზე და კარატეზე დადიოდა. ცეკვიდან გასტროლებზეც იყო უკრაინაში. მღეროდა კიდეც... გარეგნულად ტომ კრუზს ჰგავდა და ყველა ტომ კრუზს ე..........