ჭონიშვილი ოლეგ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1977

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გორის რაიონში, სოფელ ახალხიზაში ერთი პატარა გოგონა – ელენიკო დარბის. როცა ვინმე გააბრაზებს, ემუქრება: დაიცა, მამა მოვიდესო… არადა იცის, რომ მამა უფალთანაა. ხანდახან ბებოს ეხვეწება, როცა იქ წახვალ, მამას ხელი მოჰკიდე და წამოიყვანეო… ბავშვური ლოგიკით ცდილობს, მამა დაიბრუნოს. მამა, რომელიც რუსებმა მოუკლეს. ოლეგ ჭონიშვილი მემიზნე ოპერატორი იყო და გმირულად დაიღუპა. ოდედა იმ დღეს – 1977 წლის 27 იანვარს იხსენებს, როცა ოლეგი მოევლინა ქვეყანას… მანანა ჭონიშვილი, ოლეგის დედა: „ოლეგი პირველი შვილი იყო… ძალიან წყნარი და დამჯერი ბავშვი. საბავშვო ბაღში არ დამყავდა, ჩემთან იყო ხოლმე... სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, ბოლო კლასებშიც ბრწყინვალედ სწავლობდა-მეთქი…“ მესამე კლასიდან ჭიდა..........

ჭოჭუა ლევან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის ერთ-ერთი იყო იმ შვიდი რეზერვისტიდან, ვინც სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიღუპა აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთმა სენაკის ბაზა დაბომბა. ლევან ჭოჭუა მეომარი არ ყოფილა, ის მხოლოდ რეზერვისტი იყო. 22 წლის სტუდენტი ბიჭი გამოიძახეს. არც ბაქოში გაქცეულა და არც ბუჩქებში. წავიდა, გამოცხადდა პირნათლად და... დაიღუპა სენაკში. დაბადებითაც სენაკში დაიბადა. მშობლები – მძლავრი ჭოჭუა და ნუცა სერგია-ჭოჭუა ხობში მსახურობდნენ და ამიტომაც მათ ლევანი და მისი და ხობში შეიყვანეს სკოლაში. ლიკა ლევანზე ერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც ერთ მერხს უსხდნენ. „ლიკა მეორე კლასში იყო, ლევანი რომ სკოლაში შევიყვანეთ, მაგრამ იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდა, რომ კომისია შედგა, შეამოწმეს და პირდაპირ მეორე კლასში დასვეს. 5 წლისამ თვითო..........