ჯოჯუა გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თორმეტი წლის იყო მშობლიური სოხუმი რომ დაატოვებინა მტერმა... 28 წლისას იგივე მტერმა სიცოცხლეც მოუსწრაფა. სიყმაწვილე გაილია დევნილობაში. აფხაზეთიდან გადმოსული სენაკში ცხოვრობდა. სენაკში დაამთავრა სკოლა. ჩააბარა სამხედრო აკადემიაში. 22 წლის იყო ქობულეთში მომავალი მეუღლე რომ გაიცნო. გაცნობიდან ხუთ თვეში დაოჯახდნენ, ერთად 5 წელიწადს იცხოვრეს. 2 ვაჟი დატოვა ამქვეყნად... „ძალიან ბედნიერი იყო, ბიჭი რომ გვეყოლა. ოცნებობდა აფხაზეთში დაბრუნებაზე, ოცნებობდა შვილებზე და უნდოდა ბიჭებსაც სამხედრო კარიერა ჰქონოდათ... უმცროსი ამბობს, რომ გავიზრდები ჯარში უნდა წავიდეო...“ – იხსენებს მეუღლე... არც გიორგისთვის დაუშლია მამამისს ჯარში სამსახური, არ დაუშლია იმიტომ, რომ თავადაც იარაღით ხელში ებრძოდა ვერაგ მ..........