ბაბუციძე ილია ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს ის ორჯერ შევიდა ცხინვალში – დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. მესამედაც შევიდა თანამებრძოლებთან ერთად – ცხინვალის სამხრეთით, ნიქოზის მხარეს, ე.წ. შანხაის ტერიტორიაზე, მტერს მშენებარე სახლში ასეული ჰყავდა ალყაში. შევიდნენ. ალყა გაარღვიეს. დერეფანი გაუკეთეს ბიჭებს, გამოვიდა ბოლო ბიჭი და იმ ბოლომ დაინახა, როგორ დაეცა ილია ბაბუციძე. სნაიპერმა არტერია დაუზიანა. „ღმერთო, მიშველეც“ ვეღარ თქვა, ხმა ვერ ამოიღო და ჯვარი მიიტანა პირთან... არადა შტაბის წევრი იყო და არანაირად არ ევალებოდა ბრძოლის ველზე გაჭრა. მაგრამ მას საკუთარი თავი და სინდისი ავალებდა, ასე მოქცევას. 26 წლის დაიღუპა და ამ 26 წლიდან 18 წელი გასამხედროებული იყო მის ცხოვრებაში. დაიბადა სამაჩაბლოში, სოფელ ქვემო აჩაბეთში. ს..........

ბადრიაშვილი გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1981

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

პატარა ანანო მამას – მხოლოდ სურათებზე ცნობს. მამა რუსებმა მოუკლეს გორის სამხედრო ბაზის დაბომბვისას. გიორგი ბადრიაშვილი გორელი ბიჭი იყო, სულ 24 წლის. გული სამშობლოს დასაცავად მიუწევდა ცხინვალისკენ, მაგრამ ბედისწერა ადგილზე ეახლა – რუსული ბომბებით. თითქოს სევდამ წაშალა ყველაფერი – მის მეუღლეს უჭირს გახსენება... „ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, არ ცელქობდა. გორში დაიბადა და ბავშვობაც აქ გაატარა, პირველი სკოლა დაამთავრა. ფეხბურთი უყვარდა ძალიან, სიმღერა, მუსიკის მოსმენა“, – ყვება მარინე დავითიანი მშრალად, მაგრამ ნაამბობი სავსეა სევდით. გიორგიმ და მარინემ ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს. მარინე მანამდეც იცნობდა გიორგის შორიდან. ბავშვობაში, გიორგის მისი მეზობლის გოგო მოსწონდა და მარინემ რამდენჯერ..........

ბაზაძე ირაკლი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაეცა კაპრალი - ირაკლი ბაზაძე. ჭურვის ანასხლეტი ჰქონდა მოხვედრილი, სხვა მის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის, თვითმხილველები არ არსებობენ. ომარი ბაზაძე, მამა: `ბოლოს 5 აგვისტოს იყო ჩამოსული ჩვენთან. ომის დაწყების შესახებ, 7 აგვისტოს, თბილისში გავიგე. მაშინვე დავურეკე, მაგრამ არაფერი უთქვამს, კარგად ვარო მიპასუხა. გორი დაბომბვის პერიოდში გამოვიარე და არ ვიცოდი იქ თუ იყო... სულ გვატყუებდა. ბოლოს ძმისთვის უთქვამს, ომში ვარო, ნათესავებსაც ურეკავდა ხოლმე ამა და ამ სოფელში შევედითო. ერთი დღე კონტაქტზე ვერ გავდიოდით. ჩვენ გვეგონა დაჭრილი თუ იყო. ვეძებდით, მაგრამ ამაოდ... მერე თბილისიდან დაგვირეკეს... დნმ-ის ანალიზის შედაგად ერთი თვის მერე გაირკვა, რომ ირაკლი მუხათგვერდ..........

ბალაშვილი ზურაბ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1981

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სოფელ ნიქოზზე მიტანილი საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა ზურაბ ბალაშვილი, რუსულმა ბომბდამშენებმა ნიქოზს 9 აგვისტოს შეუტიეს. ზურა იქ იყო, თავის ბატალიონთან ერთად. სიკვდილის წინ მეგობრებისთვის უთხოვია, ოჯახს მიმიხედეთო. 4 თვის იყო ლიკა, მამამ რომ დატოვა და თავისი თავდადებით გმირის ქალიშვილის სტატუსი მიანიჭა. კაპრალი ზურაბ ბალაშვილი 21-ე ბატალიონში მსახურობდა. 17 დეკემბერს 28 წლის გახდებოდა... ბალაშვილი ირინა, ზურას მეუღლე: `სანამ ომი დაიწყებოდა, წინა პერიოდში, ერთი კვირით სახლში იყო ჩამოსული. იმ ერთ კვირაში სულ იმას გაიძახოდა, მე თუ რამე დამემართა, თქვენ თავს მიხედეთო... სახლიდან 2 აგვისტოს გავიდა. როცა გადიოდა უკან მობრუნდა და ყველას სათითაოდ გამოგვემშვიდობა... ცრემლიანი თვალებით წავიდა... თითქო..........

ბალახაშვილი არტემ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თერთმეტ აგვისტოს, ბროწლეთში, ცხინვალთან ახლოს, მას ბოლო ბრძოლა ჰქონდა მტერთან. კაპრალი ბალახაშვილი ცხინვალში იყო, ფრონტის წინა ხაზზე, ქვეითთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ყოფილა. 5 დღე სიკვდილის პირისპირ იდგა, არ მარცხდებოდა. 11 აგვისტოს კი რუსის მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. გურამ ბალახაშვილი, მამა: „6 აგვისტომდე შვებულებაში, ერთი კვირა, სახლში იყო. 6 აგვისტოს ღამეს გამოიძახეს. მშვიდად იყო. ღამის 1 საათზე გააღვიძეს. ვერაფრით ვერ წავიდოდა სოფლიდან ამ შუა ღამისას და დაურეკა კაპიტანს. ხვალ დილის 11 საათზე მანდ ვიქნებიო და დათანხმდნენ. 7-ში შუა დღეს უკვე ცხინვალში წინა ხაზზე იყო - ქვეითი, წოდებით კაპრალი. 11- ში დილას მელაპარაკა და მომატყუა კარალეთში ვართო და ცხინვალთან ახლოს, ბრ..........