გაბუნია ილია მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის გმირია, რომელიც შინდისის მიწაზე დაეცა. მტრის ალყას თავი ვერ დააღწია და საუკუნოდ შეუერთდა საქართველოსთვის თავდადებული გმირების რიგებს. ოჯახი დღეს მისთვის ლოცულობს, `ვნატრობ იმ დღეს, როცა იმერში გადავინაცვლებ და ჩავეკონები ჩემს მოუსიყვარულებლად დაღუპულ შვილს, ილოს~ - გმირის დედა შვილთან შეხვედრას ელოდება. თეა ოქროპირაშვილი, მეუღლე: `გვეუბნებოდა ომში არ ვარო. 8 აგვისტოს დამირეკა და ისევ მომატყუა, კარგად ვარო. ბოლოს კი 11 აგვისტოს დავუკავშირდით და ვკითხე სად იყო, მითხრა: გორში ვართ, ბრძანებას ველოდებით და სამშვიდობოს გამოვდივართო. ამის შემდეგ არაფერი ვიცოდი. როგორც გვითხრეს, 11 აგვისტოს მტრის ალყაში მოექცნენ შინდისში, ვერ გამოსულან, სწორედ მაშინ არის დაღუპული. ილია შინდისში იპოვეს გარდაცვლილი..........

გაბუნია შალვა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მტერმა სენაკის ბაზის დაბომბვა რომ დაიწყო, ის არც დაჭრილა, არც დაღუპულა. დაჭრილები გამოჰყავდა, მესამე შესვლისას მოხვდა ანასხლეტი. მოხვდა არტერიაში და... გათავდა ერთი ქართველი ბიჭის სიცოცხლე, ის არ იყო გამობრძმედილი მეომარი, ის იყო 19 წლის სტუდენტი ბიჭი, დღე-დღეზე ქუვეითში რომ უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად და ქუვეითის ნაცვლად საკუთარი ფეხით რომ ჩავიდა სენაკის ბაზაზე – როგორც შეშვენოდა, მისი აზრით, რეზერვისტს. დღეს შალვა გაბუნია უკვე მამულისთვის დაღუპულ გმირთა დასშია. თავის დროზე, დედამისს რომ ეუბნებოდნენ, გამორჩეული შვილი გყავსო, არ იმჩნევდა. დედას საყვედურობდნენ. დედაც თავს იმართლებდა: რა იყო, ერთი ჩვეულებრივი ბიჭიაო. ახლაღა ხვდება, რომ ჩვეულებრივი კი არა, გმირი გაუზრდია. შალვა გაბუნ..........

განჯელაშვილი ვასილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტო... რუსულმა ავიაციამ გორის სამხედრო ბაზას კასეტური ბომბებით შეუტია... ავიაიერიშმა 40-მდე ქართველ ჯარისკაცს წამებში მოუსწრაფა სიცოცხლე... გარდაცვლილთა შორის იყო 22 წლის ვასიკო განჯელაშვილი, სვენეთელი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღეში (24 აგვისტოს) დაქორწინებას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა. განჯელაშვილების ოჯახი ვაჟის დაბადებას დიდხანს ელოდა... ორი ქალიშვილის შემდეგ მშობლებს ნატვრა აუსრულდათ და ბიჭი შეეძინათ. პაპის სახელი დაარქვეს – ვასიკო. ნანატრ ბიჭს ოჯახი ლაღად ზრდიდა... ლელა განჯელაშვილი, ვასიკოს და: „24 წლის გახდებოდა 12 თებერვალს... ორი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან. სამი დედმამიშვილი ვიყავით, ვასო ნანატრი მემკვიდრე იყო. გათამამებული გვყავდა, მაქსიმალურად ხელი ეწყობოდა, რასაც მოისურ..........

გელდიაშვილი ანზორ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სამშობლოს წინაშე ფიცი დადო და ბოლომდე აღასრულა. ანზორ გელდიაშვილი 24 წლის ასაკში სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა. რუსულ აგრესიას შეეწირა მშობლიურ მიწაზე. ომში მეგობრებთან ერთად იბრძოდა, თავგამოდებით, ცხელი, ანთებული გულით. სჯეროდა, რომ მიზანთან ახლოს იყო, არ გაუმართლა, დაეცა... დატოვა გმირის სახელი და ახლადშერთული ცოლი, მასთან მხოლოდ 2 თვე იცხოვრა, შვილიც არ დარჩენია... დედისთვის ყველაზე მძიმე გასახსენებელი ის დღეებია, როცა გაიგო, რომ ანზორი აღარ ჰყავს. ნანობს, რომ მისმა ვაჟმა ვერც შვილიშვილი აჩუქა, ეს მაინც იქნებოდა შვილმკვდარი დედისთვის შვება... არც დედას გაუმართლა... მზია ხახუტაშვილი, დედა: ` 7 აგვისტოს ვნახე ჩემი შვილი ბოლოს. თბილისში შევხვდით ერთმანეთს, ჩემი რძალი ჩამოვიყვანე ოძისიდან. ავტ..........

გზირიშვილი ვახტანგ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი. რუსეთის მიწაზე შობილს რუსებმა მოუღეს ბოლო მშობლიურ ქართულ მიწაზე. ვახტანგ გზირიშვილი 1988 წელს დაიბადა, სმოლენსკის ოლქში, ქალაქ იარცევოში, იქ მისი მშობლები მუშაობდნენ მშენებლობაზე, მამა – დურგლად, დედა – მღებავად. მათ უკვე ჰყავდათ უფროსი ქალიშვილი, ვახტანგის უფროსი ძმა კი, ერთი წლის ასაკში, ჯერ კიდევ რუსეთში წასვლამდე დაეღუპათ. ვაჟის დაღუპვის შემდეგ, ქალბატონ მარინა გზირიშვილს აღარ უნდოდა შვილის გაჩენა, მაგრამ მეუღლემ სთხოვა, გული მიგრძნობს, ესეც ბიჭი იქნება და გააჩინეო. გააჩინა, მაგრამ განგებამ არც ის შეარჩინა. საქართველოში არეულობა რომ დაიწყო, გზირიშვილებმა იარცევოდან ბინა გლდანში გადმოცვალეს და სამშობლოში..........