დადვანი საბა ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

აბა დადვანი ცხინვალში რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა... 18 წლის კაპრალი ბავშვობიდან გვერდში ედგა მარტოხელა დედას და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ცხოვრებაც დედისა და სამშობლოს უსაფრთხოებას ანაცვალა. საბა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია... დედა, მაია ქალდანი: „საბა 1989 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. ბოლნისში, სოფელ ტანძიაში იზრდებოდა. საბას ორი ძმა ჰყავს, მამა ძალიან ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ და პატარაობიდან დიდი კაცივით მედგა გვერდში. ცდილობდა, ძმებისთვის არაფერი მოეკლო. ფიზიკურ სამუშაოზეც მიდიოდა და ძალიან ბევრს შრომობდა. ამასთანავე, ძალიან მხიარული ბავშვი იყო და ყველას უყვარდა. საბა კარგად სწავლობდა, თუმცა სკოლა დაამთავრა თუ არა, მაშინვე ჯარში, პირდაპირ საკონტრაქტოზე წავიდა,..........

დავითაშვილი ვლადიმერ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გიორგობა დღეს – 6 მაისს დაიბადა 1989-ში. სოფელში „ვოლკს“ ეძახდნენ, ჯარში – `ბირთვისელს~. ჯანღონით სავსე იყო. ვერცხლისწყალივით დაუდგრომელი. ყველაფერს ასწრებდა: კარგად სწავლასაც, ცურვასაც, ჯირითსაც, კარატეში ვარჯიშსაც, შრომასაც... 9 კლასი ისე დაამთავრა, სამიანი არ გამოჰყოლია. მერე მოუსვენარი გამხდარა... კარგად ცურავდა. მთელ ზაფხულს ალგეთის წყალსაცავზე ატარებდა. ცხენზე ჯირითი უყვარდა. ხშირად აკითხავდა პაპას მანგლისში და დააქროლებდა ბედაურებს. ხალისით მიჰყვებოდა ტურისტებს ბირთვისის ციხეზე, გიდის მაგიერ, და სიამაყით აცნობდა მშობლიურ მხარეს. უყვარდა მშობლიური სოფელი, მაგრამ გული თბილისში ცხოვრებისკენ უწევდა... სამხედრო საქმე მოსწონდა და აპირებდა კიდეც, სკოლის დამთავრების შემდეგ, ს..........

დათუაშვილი ზვიად მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ზვიად დათუაშვილი გემბანზე იდგა, ბიჭებს უყვირა: ბიჭებო, რადარზე რაღაც ჩანს, ფრთხილად იყავითო და... ჩამოვარდა კიდეც პირველი ბომბი... გემის კარისკენ გავარდა, კარი საკუთარი სხეულით ჩახერგა და... ჩაიკეცა... „მეგობრებს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცა და ასე მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სიკვდილის დროსაც სხვებზე ზრუნავდა... წავიდა უკვდავებაში და დავრჩი გაუბედურებული, ცოცხალ-მკვდარი დედა“, – იტყვის ამაყი სევდით მარინა ჯგერენაია... გულმოკლული დედა გაიხსენებს იმ ბედნიერ დღეს, 1983 წლის 12 დეკემბერს, ორი ვაჟი რომ შეეძინა ერთად – ზვიადი და ზაზა... დედა: „ტყუპები თავიდან ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფიზიკურად. თუმცა, რაც დღე ემატებოდათ, ერთმანეთს ემსგავსებოდნენ. ზვიადი ბავშვობიდან გამორჩეული ხასი..........

დანელია გოჩა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს, ცხინვალში, დაჭრილი მეომრების გამოყვანისას დაიღუპა. გოჩა დანელია მეთაურს ეძებდა, როცა მტერმა შენიშნა და იერიში მიიტანა. ოჯახის წევრებმა, მის შესახებ სხვა არაფერი იციან. ნუგეშად მხოლოდ გმირი შვილის სახელი დარჩათ. გოჩა დანელია, 1982 წლის 16 აგვისტოს, ქუთაისში დაიბადა. 2007 წელს ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე ერთგულად ემსახურა სამშობლოს. თეა დანელია, ძმის მეუღლე: `2008 წლის 5 აგვისტოს სახლში იყო, მეგობრებთან ერთად. სწორედ, იმ დღეს დაურეკა მეთაურმა. 7 აგვისტოს კი დედამისისთვის მიუწერია. ,,ქეთევან, აბა ჰე და აბა ჰოო~. (დედას ქეთევანი ჰქვია). მას მერე არაფერი ვიცოდით. 8 აგვისტოს ჩავედით გორში. ..........

დევდარიანი ლევან ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მარაბდის ველი. დედა-შვილი მოდის... ბიჭუნა აქეთ- იქით აცეცებს თვალებს. გმირ წინაპართა ფარ-ხმალს დაეძებს. ბიჭუნას საქართველოს ისტორია უყვარს. იმედგაცრუებული დედას ეკითხება: დედიკო, აბა, სადაა ხმლები? დედას ეღიმება და უხსნის, რომ ისინი მიწამ დაფარა. რა იცის დედამ, რომ გამოხდება ხანი და მის გვერდით მომავალი ბიჭი მომავალში მარაბდის გმირებზე არანაკლებ გმირობას ჩაიდენს, რომ ომის ორომტრიალიდან მშვიდობით გამოსული ალყაში ჩარჩენილ თანამებრძოლთა გადასარჩენად შებრუნდება, დაიჭრება და... და მას ის თანამებრძოლები იქ დატოვებენ. ლევან დევდარიანი, სულ რაღაც, 24 წლისა იყო. არც ცოლ-შვილი დარჩენია, არც შეყვარებული... დარჩა სახელი – გმირის. დარჩა ბოლო ზარის პერანგი, ბეჭებზე საკუთარი ხელით ნაწერი წარწერით – „კაცობა..........