ელიზბარაშვილი დათო ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1971

დაიღუპა

2008

წოდება

პოლკოვნიკი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

„მე დავეცემი ბრძოლის ველზე მკერდგახვრეტილი და უკანასკნელ ამოოხვრას გაჰყვება სული. წითლად შევღებავ მწვანე ბალახს, ყვითელ ბაიას და სამუდამოდ დასრულდება ცხოვრება ჩემი... გადაიქროლებს ბრძოლის ველზე წყნარი ნიავი, თმას ამიწეწავს და სახეზე მეალერსება, თითქოს მას სურს, რომ დამიბრუნოს სული ჩემი შორს გაფრენილი. მე მას ვუამბობ, რაც მაწუხებს ყველაზე ძლიერ, თუ როგორ ჩაწვნენ ბრძოლის ველზე ქართველთ შვილები... ...და მიმატოვებს მე ნიავი უდაბურ ველზე, უკანასკნელი მეგობარიც გზას გაუდგება, დარჩება მარტოდ ტრიალ ველზე ცხედარი ჩემი ცხოველთ და ფრინველთ საჯიჯგნად და გამოსაკვებად“... ეს სტრიქონები პოეტს კი არა, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ პოლკოვნიკ დათო ელიზბარაშვილს ეკუთვნის. ეს ლექსი მან ჯერ კიდ..........

ელიკაშვილი ივანე მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სოფელი იცლებოდა, გორის სატანკო ბატალიონის დაბომბვისას დაღუპულ 21 წლის ივანე ელიკაშვილს რომ კრძალავდნენ დილაუთენია, 9 საათზე. დედამ მანამდეც ბევრჯერ მოითხოვა კუბოსთვის თავის ახდა, ჩასვენების წინ კი – საბოლოოდ და კატეგორიულად. წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. ივანე ელიკაშვილი შიდა ქართლში, სოფელ ქერეში დაიბადა და გაიზარდა. 90-იან წლებში რომ არეულობა დაიწყო, დედამისმა პატარა ვანიკო და მასზე ერთი წლით უფროსი ძმა – გიორგი, სოფელს გამოარიდა, თბილისში წამოიყვანა დროებით. რას წარმოიდგენდა დედა, რომ გამოხდებოდა ხანი, შიდა ქართლში ისევ ომი ატყდებოდა და მისი უფროსი ვაჟი ცხინვალში იომებდა, უმცროსი კი მტრის ბომბებს ემსხვერპლებოდა გორში... დედამ ვანიკო ქერეს სკოლაში შეიყვანა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ კი გო..........

ერაშვილი რამაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თინა ერაშვილს აგვისტოს ომმა შვილიც წაართვა და მოხუცი დედაც... თინას დედა სოფელ კარბში, საკუთარ სახლში იმსხვერპლა რუსულმა ბომბმა. 25 წლის რამაზ ერაშვილი 9 აგვისტოს გორის ჯავშან- სატანკო ნაწილის დაბომბვას შეეწირა. 23 აგვისტოს 26 წლის გახდებოდა. 1983 წელს გორში, ერაშვილების ოჯახში გვარის გამგრძელებელი დაიბადა. რამაზი დაარქვეს. „ბავშვობიდან ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო... ძალიან ჭკვიანი და დამჯერი ბავშვი იყო. თვალებში შემოგვცქეროდა. სულ უნდოდა, რომ რაღაცით ვესიამოვნებინეთ. არ ავიწყდებოდა არც ერთი დღესასწაული, ყოველთვის ყვავილებით გვილოცავდა ყველას... მისი მორთმეული ყვავილები ახლა მის სურათებთან მიდევს... ძალიან კარგი ადამიანი იყო და ალბათ, ღმერთმაც იმიტომ წაიყვანა თავისთან...“ სკოლაში განსა..........

ეფაძე ზურაბ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს საავიაციო აფეთქებისას დაიღუპა - ცხინვალის მისადგომებთან. ზურაბ ეფაძე მტრის ტყვიას შეეწირა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა შორის. ავთანდილ ეფაძე, მამა: `6 აგვისტოს გამოიძახეს. არ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ რომც სცოდნოდა, უკან მაინც არ დაიხევდა, ისეთი ბიჭი იყო. იმ დღეს ჩავიდა ქუთაისის ბაზაში და მეორე დილით კი გადაიყვანეს. დაურეკავს ძმისთვის და ასე უთქვამს, გადავყავართო და დედას არაფერი უთხრათო. ზურას, რადგან სადაზღვევოში იყო, ტელეფონით სარგებლობა არ შეეძლო, ტელეფონი ანათებს, ეს კი დაუშვებელია. ძმისთვის უთქვამს, ნუღარ დამიკავშირდებით მე თვითონ დაგირეკავთო. ეს 7 აგვისტოს საღამოს უთხრა. 8 აგვისტოს კი ცაგერში მოსულა ამბავი, ზურა ეფაძის დაღუპვის შესახებ. მე მ..........