თავგორაშვილი კახაბერ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1976

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს, შანხაის დასახლებაში, რამდენიმე წვევამდელი ბიჭი უმეთაუროდ იყო დარჩენილი... სპეცრაზმელები დაინახეს და მათ გაყვნენ... სპეცრაზმელ კახა თავგორაშვილს ბიჭებისთვის უთქვამს, სადმე ჩაწექით და მერე მოგხედავთო... წვევამდელებს შეშინებიათ, მაინც გამოდევნებიან... ის მოუბრუნდა, ნუ მოგვდევთო, ხელი ზემოთ აუწევია და... მტრის სნაიპერის ტყვიაც მოხვდა... კახაბერ თავგორაშვილი 1976 წელს დაიბადა რუსთავში. დედისერთა იყო და ანებივრებდნენ. ჯერ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ლიცეუმში გადავიდა. დღეს ის ლიცეუმი მის სახელს ატარებს... ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, რუსთავშივე ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაინც წავიდა და თავისი ნებით მოიხადა სამხედრო ვალი. ვალის მოხდის მერეც..........

თანდაშვილი ალექსანდრე ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1971

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის ალალბედზე გადაურჩა რუსი „სალდათის“ ორლესურ ნიჩბებს 9 აპრილს. ის ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს აფხაზეთის ომში და ვეღარ გადაურჩა შარშან რუსეთის თავდასხმას. ალექსანდრე თანდაშვილი დღე-დღეზე 37 წლის უნდა გამხდარიყო. 19 წლიდან მოყოლებული ფორმა არ გაუხდია – იყო სპეცრაზმელი, მესაზღვრე, მშვიდობისმყოფელი ერაყში, ბოლოს ვაზიანში მსახურობდა და სიცოცხლე ცხინვალში დაასრულა. იყო იმ პოზიციაზე, სადაც ყოფნას არავინ და არაფერი ავალებდა, მხედრული გულის გარდა. მან თავის გასავლელი გზა კაცურად გაიარა. ახლახან თბილისში, მეტრო სამგორთან, საბაგიროს ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. თავად მას – გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი... განისვენებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე... ოფიციალურად ალექსანდრე ერქვა, დედა ალიკას ეძახდა, ძმა..........

თაყაძე ვიტალი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის ომამდე ემსხვერპლა ომს – კეფით შეეგება მტრის ჭურვის ანასხლეტს… გმირულად დაეცა ავნევთან… მის მშობლიურ სოფელში უკვე რუსი იდგა, როცა რამდენიმე კაცი მიასვენებდა მის ცხედარს… ვიტალი თაყაძე გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში დაიბადა 1978 წლის 28 ივნისს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, ბებია- ბაბუებისთვის – პირველი შვილიშვილი და ათამამებდნენ. ნანა ხარტიკაშვილი, დედა: „ცელქი ბავშვი იყო...“ უდარდელი ბავშვობა არ ჰქონია… ჯერ კიდევ სულ პატარა, 6 წლის იყო, მამა რომ წავიდა სახლიდან… დედა: „ვიტო რომ წამოიზარდა, ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა მამის საქციელის გამო...“ როგორც დედა იხსენებს, ვიტო სკოლაში კარგად სწავლობდა, მასწავლებლებიც აქებდნენ – ნიჭიერი ბიჭიაო. მერე ჯარში გაიწვიეს, სავალდებულო სამსახური ახა..........

თენიეშვილი ზაურ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა.... სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერება... სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება... კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა... დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა. ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის ინვ..........

თეფანია ლევან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გმირის გოგონამ მამის დაღუპვის დღეს ამოიდგა ენა - დაიძახა „მამა“ და ატირდა... ის, ცხრაში დილით, ათ საათზე ელაპარაკა მეუღლეს, ამშვიდებდა, მალე დავბრუნდებითო. თან ეხვეწებოდა - ბავშვს მიმიხედეო. პატარა ნინიკო მაშინ ათი თვის იყო, იმ დღეს თქვა პირველად - „მამა“ და ატირდა... ლევან თეფანია მეუღლესთან საუბრიდან ზუსტად ერთ საათში იმსხვერპლა რუსის ნასროლმა ტყვიამ... ლევან თეფანია 1979 წლის 21 აგვისტოს დაიბადა სენაკში. ნატა ყალიჩავა, მეუღლე: „ბავშვობაში ძალიან დინჯი ყოფილა, ქუჩა არ ჰყვარებია, სწავლითაც კარგად სწავლობდა, გვერდში ედგა მამას, საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა... ქალაქში სეირნობისას მეგობარმა გამაცნო, მაშინ მეცხრე კლასში ვსწავლობდი, ლევანი 20 წლის იყო, სავალდებულო ჯარში მსახურობდა - სენაკის ბაზა..........