ინაური ელგუჯა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1977

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მას ამ ქვეყნად დარჩა 2 ბიჭი, სახლის ჩაყრილი საძირკველი და სახელი – გმირის სახელი. ის ელგუჯა ინაურია. გმირებს წარსული დრო არ ესადაგებათ. ომამდე ერთი წლით ადრე შევიდა ჯარში. 7 აგვისტოს, გამთენიისას, გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. 8-ში სამაჩაბლოში იბრძოდა, მაგრამ რუსული ბომბი დავალებაზე გამობრუნებულს დაეწია გორში, 9 აგვისტოს, დილით – სატანკო ნაწილის დაბომბვისას... ელგუჯა ინაურმა სულ 31 წელი იცოცხლა... ერგნეთში გატარებული ბავშვობა. ფათერაკები. თანატოლების აყოლიება. ბლის ქურდობა თუ შუაზე გადახლეჩილი ფეხი, სადღაც რომ ჩავარდა... ცელქი იყო, მაგრამ კარგად სწავლობდა და უფროსმა დამ ბოლო კლასებში თბილისში გადმოიყვანა თავისთან. სკოლა ვარკეთილში დაამთავრა. მერე იყო იურიდიული ფაკულტეტი და ჯარი. უნივე..........

იოსავა მიხეილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის სულ რაღაც 22 წლის ბიჭი იყო. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა. დიდი ცხოვრებისთვის ემზადებოდა, ჰქონდა ოცნებები და მიზნები... მაგრამ მის სამშობლოს რუსი მოადგა და რეზერვში გამოიძახეს. სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულმა უფროსმა მეგობარმა თბილისში წაყოლა ურჩია. უარით გაუსტუმრებია: ასეთ დროს გაქცევა არ ივარგებსო. ვერც მამას დაუყოლიებია შინ დარჩენაზე. „ამბობდა, ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და მე როგორ გამოვაკლდეო. მრცხვენოდა, დარჩენას რომ ვთხოვდი. სამშობლო მეძახისო, იმეორებდა“, – იტყვის მამა. მამა, რომელმაც თავად მიიყვანა შვილი სენაკის ბაზაზე... ოჯახი ბოლოს 11 საათზე ელაპარაკა ბაზაზე მყოფ შვილს. პირველი დაბომბვის ხმა რომ გაიგეს, ურეკავდნენ. ზარს რომ არ უპასუხა, მშობლები ბაზაზე გაცვივდნენ. გარდაცვ..........

იოსებიძე ლევან ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

აქამდე მხოლოდ თბილისში, საბურთალოზე იყო იოსებიძის ქუჩა – საბჭოთა კავშირის გმირის, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული თინა იოსებიძის სახელობის. ახლა რუსთავში ეწოდა პირველი მაისის ქუჩას იოსებიძის ქუჩა – რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული ლევან იოსებიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად. თინა იოსებიძე ლევან იოსებიძის პაპის და იყო. თინა იოსებიძე – საბჭოთა კავშირის გმირი. ლევან იოსებიძე – საქართველოს გმირი... ლევან იოსებიძის სახელი ეწოდა იმ ქუჩას, სადაც დაიბადა და გაიზარდა ლევანი, სადაც გაატარა 20-წლიანი და გმირობით წერტილდასმული ცხოვრება. ალბათ, არაფერია იმაზე ტრაგიკული და თან საამაყო, რომ ყოველდღე იარო საკუთარი შვილის ქუჩაზე და აღარ გყავდეს შვილი. ლევანი მესამე შვილი იყო. ის რომ გაჩნდა, მშობლებს უკვე ჰყავდათ 6 წლის ირინ..........

ირემაძე მურთაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა, ომის დაწყების პირველივე დღიდან. 9 აგვისტოს კი სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. - სიკვდილზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, ერთმანეთის იმედით და ვაჟკაცური რწმენით ვიბრძოდითო – იხსენებენ თანამებრძოლები, რომლებიც გმირი მეგობრის ხსოვნას უკვდავყოფენ და კვლავ სამშობლოს სამსახურში რჩებიან, მურთაზის გმირობის გასაგრძელებლად. გურამ ირემაძე, მამა: `ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. მეხმარებოდა შრომაში, მეც, რაც შემეძლო გვერდით ვედექი, ამ მხრივ გული არ მწყდება. ცოლის მოყვანაზე არ ფიქრობდა, მე ახლა ომში წასასვლელად ვემზადებიო, ერაყში მიდიოდა. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ყველგან, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, მასთან ერთად კონტრაქტით 6 ბი..........