კაკაურიძე ფელიქს ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1969

დაიღუპა

2008

წოდება

ავიაციის უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გმირულად დაეცა მტერთან ბრძოლაში. იმ უთანასწორო შეტაკებაში, რომელიც შინდისთან მოხდა. ერთ-ერთი იყო ვინც გაშმაგებული ებრძოდა ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს... ფელიქს კაკაურიძე საქართველოში არ დაბადებულა, არც გაზრდილა, დაიბადა ყაზახეთში, ქალაქ ჯამბულში, 1969 წელს. სკოლაც იქ დაამთავრა, ინსტიტუტშიც იქ ჩააბარა, მხოლოდ შემდეგ ჩამოსულა საქართველოში და სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გაუგრძელებია. როგორც მეუღლისთვის, თამარ კაკაურიძისთვისაა ცნობილი, ფელიქსი ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა, თავიდანვე აინტერესებდა ჯარისკაცული ამბები. ჯარი სევასტოპოლში მოუვლია. ჯარის შემდეგ სწავლა გაუგრძელებია, თან პარალელურად ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში სამხედროს მასწავ..........

კაცაძე ზვიად მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თერთმეტ აგვისტოს შინდისთან მომხდარი შეტაკების დროს მას დაჭრილი მეგობრები გამოჰყავდა სამშვიდობოს, როცა მტრის ტყვია დაეწია. მეგობრებისთვის უთქვამს, „ვიცი ვერ გადავრჩები და ჩემებს გადაეცით, რომ ყველა ძალიან მიყვარსო“. ბოლო შეტყობინება საცოლეს გაუგზავნა _ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვეღარ გნახავო...“ იამზე კაცაძე, და: „ზვიადს ყოველთვის უყვარდა სამშობლო. ჯარში ყოფნის დროს ეს სიყვარული უფრო გაუღვივდა. ალბათ, ამანაც გამოიწვია, ის, რომ კომანდოს სამსახურში შესულიყო და ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო. მან ხომ ჯერ კიდევ ბავშვმა გაიგო რა იყო ომი. მისი უპირველესი მიზანი სამშობლოს დაცვა იყო. ძალიან უყვარდა საქართველო. ასე იტყოდა: ,,ქართველი რის ქართველია თუ სამშობლოს დასჭირდა, მისი გულისთვის თავი ..........

კვალიაშვილი ივანე მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გორში, ვერხვების დასახლებაში, 1986 წლის 18 დეკემბერს, კვალიაშვილების ოჯახს გვარის გამგრძელებელი შეეძინა. ვანიკო დაარქვეს... დეკემბერში 23 წლის გახდებოდა. კარგი ბავშვობა ჰქონდა. ჯიუტი არა, მაგრამ სიტყვის კაცი იყო. პატარაობიდანვე, რასაც მიზნად დაისახავდა, ყველაფერს აღწევდა. აქტიური მოსწავლე, სკოლის სხვადასხვა საღამოებზე, პირველი იყო ყველაფერში... კარგად მღეროდა. როგორც მეგობრები ეძახდნენ, კვალას გორში ყველა კარგი სახელით იცნობდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. სამართლიანი იყო და ყველას უყვარდა... სკოლის დამთავრების შემდეგ, გორის ინსტიტუტში ჩაირიცხა. ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. „თამარაშენში, „ბონიემის“ კონცერტზე საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი..........

კვირიკაშვილი ზაქარია მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სხვისი შვილებისთვის ლოცულობდა დედა და არ იცოდა, რომ მისი შვილი ამ დროს გააფთრებული მტრის პირისპირ იდგა. გორში, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა ზაქრო კვირიკაშვილი. 9 აგვისტოს ღამით გმირის ოჯახიდან უკვე ტირილის ხმა ისმოდა. შვილის გმირულად დაცემის ამბავი, იმავე დღეს გაიგეს. ზაქრომ სამშობლოსთან უვადო კონტრაქტი გააგრძელა. თამილა საკაშვილი, დედა: „ომი რომ დაიწყო ლომისაში ვიყავით. კაზარმული გამოცხადდა. მისი ჯარის მეგობრებიც იმ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ და ყველა წავიდა, მარტო ზაქრო დარჩა, რადგან ხელი ჰქონდა ნატკენი, არ გამოუძახიათ. მაგრამ სულ ბიჭებზე ლაპარაკობდა, ხშირად ურეკავდა და ეკითხებოდა რა ხდებოდა, რა მდგომარეობაში იყვნენ. პარასკევს ადგა დილით და ჩავიდა გორის ჰოსპიტალში. თავის ექიმს უთხ..........

კიკალეიშვილი ოთარ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, ის ფეხზე იდგა და ბიჭებს დასძახოდა, ამხნევებდა: „ნუ გეშინიათ, ბიჭებო!!!“ სწორედ იმ დროს გაუყენა მტრის ბომბმა ის უკვდავების გზას... დედა: „ბოლოს შეცვლილი იყო, განსაკუთრებით გალამაზდა ბოლო დღეებში. რომ ვუყურებდი, მიხაროდა...“ ოთარ კიკალეიშვილის ცხოვრებამ მართლაც უცებ გაირბინა... არადა თურმე შეყვარებული იყო, ცოლის მოყვანა უნდოდა მალე და 5 ბიჭი... „სულ მეუბნებოდა, მალე ცოლი უნდა მოვიყვანო და 5 ბიჭი უნდა მეყოლოსო...“ ოთარ კიკალეიშვილი 1988 წელს დაიბადა ფოთში. სკოლის დამთავრებისთანავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა შპს „სოვავტოტრანსჯორჯიაში“, ჯერ ცვლის დისპეტჩერად, შემდეგ – უფროსის მოადგილედ. ..........