ლაგურაშვილი ლერი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1976

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თენგიზ ლაგურაშვილს სამი ვაჟი ჰყავდა. სამივე იბრძოდა აგვისტოს ომში. ლევანი და ლექსო შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. ლერი სამხედრო ექიმი იყო, არაერთი მეომარი გამოგლიჯა ხელიდან სიკვდილს ... თავად უმძიმესად დაიჭრა და მარადისობაში გადასახლდა... დაიბადა და გაიზარდა მუხიანის სამხედრო დასახლებაში, დღეს იმ ქუჩას ლერი ლაგურაშვილის სახელი ჰქვია და მას ყველა იცნობს, მაგრამ მაშინ, ბავშვობაში, ამ ერთი ბეწო უბანში მას ბევრი არ იცნობდა. არადა, იქ სულ 7 კორპუსი იდგა და ყველა ყველას ახლობელ-მეგობარი იყო. ლერის უფროს და უმცროს ძმებს, ლევანსა და ლექსოს ყველა ცნობდა, მაგრამ ლერის – ძალიან ცოტა. მიზეზი მარტივი და საპატიო იყო, მაშინ, როცა ძმები ქუჩაში თამაშსა და გართობას ამჯობინებდნენ, ლერის წიგნებთან ურთიერთობა ერჩია..........

ლომიძე ავედიკ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1959

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ავედიკ ლომიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. რუისში დაეწია რუსული ტყვია. მისთვის ომი უცხო არ იყო. აფხაზეთში ნაბრძოლს, დევნილობაში გატარებულმა მრავალმა წელმა, კიდევ უფრო გაუღვივა სურვილი, რომ საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეეტანა. მან ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო, სიცოცხლეც კი. დღეს ავედიკ ლომიძე გმირია. შუბითიძე ლიდა, მეუღლე: `ავედიკი აფხაზეთის ომის ვეტერანია. აფხაზეთში იბრძოდა. მერე იყო დევნილობის და უიმედობის საშინელი წლები. ბოლოს, რევოლუციის შემდეგ, იმედი გაუჩნდა, მიეცა შანსი კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო. 2004 წელს შინაგან ჯარში დაიწყო მუშაობა. 2005 წელს, ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. ვაზიანის სამხ..........