მაკრახიძე გოგიტა ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ბრძოლის ველზე გაჭრისას, ცოლშვილიანებს დასძახოდა: უკან დადექით! თავისავით საქორწინოებს კი წინ უხმობდა: საქორწინოები წინ წავედით! მოტივი მარტივი იყო – რას ეუბნებით თქვენს ცოლებს, შვილებს? ჰყვებიან, რომ ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის ჩაუცმევია... ნაღმმა მაშინ მოუღო ბოლო, როცა დაჭრილი ბიჭებისთვის ხელმეორედ იძახებდა სასწრაფოს... აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძე ქართლში, სოფელ შერთულში დაიბადა და გაიზარდა, იქვე შეიყვანეს დაწყებით სკოლაში, შემდეგ საშუალო სკოლა მეზობელ სოფელში – ძევერაში დაამთავრა. დედა: „ძალიან ჭკვიანი, დამთმობი და თბილი ბავშვი იყო... ცელქობდა, მაგრამ სერიოზული ხიფათები არასოდეს ჰქონია, ბავშვებთან, თუ თავის უფროს ძმასთან პატარა წაკინკლავების დროსაც კი, ყოველთვის დამთმ..........

მამალაძე ამირან ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს, ცხინვალში, ამირან მამალაძეს უკანასკნელი ბრძოლა ჰქონდა მტერთან. დაჭრილი მეთაურის გადასარჩენად შებრუნდა უთანასწორო ბრძოლაში და დაიღუპა. მტრის ტყვიას გადარჩენილი მისი მეგობრები დღესაც აღფრთოვანებით იხსენებენ ამირანის გმირობის ამბავს. ყველაზე უშიშარი იყო და თავდადებით იბრძოდაო, – უყვებიან მშობლებს, რომლებსაც ნუგეშად მხოლოდ შვილის გმირობა დარჩათ. გურამ მამალაძე, მამა: „ამირანს თავისი საქმე ძალიან მოსწონდა, ყოველთვის იცოდა, რას აკეთებდა და არასდროს შემცდარა. იცოდა, რომ სამშობლოს სჭირდებოდა და დადგა კიდეც მის სადარაჯოზე. ჩემთვის ძნელია ამყველაფრის გახსენება, მაგრამ მეამაყება, რომ გმირის მამა მქვია. დიდი ჯილდო დამიტოვა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ომში წასვლამდე ტელეფონით მიკავშირდებოდა – 6..........

მამისაშვილი რეზო ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ომში ისე წავიდა, ცოლს არ გააგებინა. მარტო ერთი წამოსცდა – ბიჭებს ვერ მივატოვებო. არადა, ბიულეტენზე იყო, ახალი ნაოპერაციები. ცოლი დაამშვიდა, ვაზიანში შტაბში ვიქნებიო და წავიდა... რეზო მამისაშვილი ცოლს ბოლოს 7 აგვისტოს ელაპარაკა. მას შემდეგ თამუნა ჭყოიძეს მისი ხმა აღარ გაუგონია. „8 აგვისტოს ვრეკავდი, არ მპასუხობდა, მივხვდი, რომ ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდებოდა“, – ყვება თამუნა... ამ დროს მისი ქმარი უკვე გმირი იყო. უკვე თავი ჰქონდა მიტანილი მამულის სამსხვერპლოზე... „სიკვდილის არ ეშინოდა... საკუთარი სურვილით იბრძოდა პირველ ხაზზე, არავის ძალა არ დაუტანებია, როგორც ბატალიონის უფროსმა მითხრა... დაბომბვა რომ დაიწყო, ბიჭს ჩაეხუტა, რომელსაც კანტუზია დაემართა, ამშვიდებდა... როცა გადაეფარა, ..........

მამუკაშვილი გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოა. დილა. ომი მძვინვარებს. გორს რუსული ავიაცია დასტრიალებს. გიორგი გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზეა. ომში არ წაიყვანეს – ორჯერ ძალით ჩამოაგდეს ავტობუსიდან, ბაზაზე დატოვეს. დედამ მიაკითხა. დედაც ყაზარმულ რეჟიმზეა – სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს მედდად. დედა სულ რამდენიმე საათით გამოუშვეს ჰოსპიტალიდან, სამდღიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ. დედა-შვილმა ისაუბრეს. შვილმა დედა გამოისტუმრა, სახლში ჩადი, სადილი გაამზადე და ცოტა ხნით ჩამოვალო. დედა წამოვიდა, მათი სახლი იქვეა – ვერხვების უბანში. მივიდა სახლში და დაიწყო დაბომბვა. „მეც, მამამისიც გიჟებივით გამოვცვივდით, იმ ქაოსში ნაწილამდე ვერ მივაღწიეთ, ვრეკავდი, კავშირი გაწყვეტილი იყო...“ - იხსენებს დედა. ბოლოს, როგორც იქნა, დარეკა დედამ შვილთან. გიორ..........

მანძულაშვილი ლევან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

იშვიათად სვამდა, მშვიდობის სადღეგრძელოს კი – არასდროს. ამბობდა, სანამ საქართველო დაკარგულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ დაიბრუნებს, არც დავლევო. და სწორედ დაკარგული ცხინვალის დაბრუნების მცდელობას შეეწირა. ხუთ საათზე მეტხანს იყო მათ რიგებში, ვინც ქვემო ნიქოზ-ზემო ხვითის გზაზე გამაგრდა და სამშობლოს დედაქალაქისკენ დაძრულ მტრის ჯარს აკავებდა. და დაეცა... სნაიპერის ტყვიით. ლევან მანძულაშვილი 25 წლის დაიღუპა, უშვილძიროდ გადაეგო, მაგრამ გმირის სახელი დარჩა, ისეთი გმირის, როგორებიც თავად მას აღაფრთოვანებდნენ, როცა საქართველოს ისტორიას ეცნობოდა. მან ზეპირად იცოდა, როდის და რომელ ომში დაკარგა მისმა სამშობლომ თითოეული გოჯი მიწა... დაიბადა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში, 1983 წლის 26 მაისს. სწავლობდ..........