ნადარეიშვილი გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

საქართველოსთვის, ბიჭებო, წინ, ჩვენი მიწა-წყლისთვის, ბიჭებო“, – ასე შესძახებს თანამებრძოლებს გიორგი ნადარეიშვილი და წინ გაიჭრება. მტერი ჯერ „ლიმონკით“ გაუმასპინძლდება, მსუბუქად დაჭრილი განაგრძობს ბრძოლას. შემდეგ „მუხა“... შორს ხევში გადავარდება. ცოცხალი აღარავის ჰგონია. ის მაინც ამოვა და ყურებიდან, პირიდან სისხლმდინარი გააგრძელებს ბრძოლას. იბრძოლებს მანამ, სანამ მედდები, ლამის იძულების წესით, არ ჩასვამენ „ჰაიოკში“, ბრძოლის ველიდან გასარიდებლად. მაგრამ ის თავის ადგილს უარესად დაჭრილ თანამებრძოლს დაუთმობს. „ჰაიოკი“ თავს დააღწევს ბრძოლის ველს. გიორგი კი საავიაციო დაბომბვას ემსხვერპლება... 29 წლის გიორგი ნადარეიშვილი უშვილძიროდ გადაეგება, მეუღლე ათიოდე თვის მოყვანილი ჰყავდა... მანანა მეგალიშვილი,..........

ნანუაშვილი გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

ავიაციის უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ოცდაორი წლის გიორგი ნანუაშვილი, მარნეულში, საფრენი ბილიკის დაბომბვისას დაიღუპა. კოპიტნარში უნდა გაფრენილიყვნენ, თვითმფრინავის ავზს საწვავით ავსებდნენ, რუსულმა ბომბდამშენებმა რომ მარნეულის დაბომბვა დაიწყეს... გიორგი ნანუაშვილი თბილისში, ვაზისუბანში დაიბადა, 1986 წელს. ჯარისკაცის ქვრივი, მადონა იტყვის, რომ გიორგი `ძალიან ცელქი და ჯიუტი ბავშვი ყოფილა, აუღებელი ციხესიმაგრე – რასაც იტყოდა, იმას აკეთებდა ყოველთვის. სკოლაში, არც თუ ისე კარგად სწავლობდა, როგორც ბიჭების უმეტესობა... სკოლის დამთავრების შემდეგ, საავიაციო კოლეჯში განაგრძო სწავლა...~ გიორგის დედა ბორჯომიდან იყო და გიორგიც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ბორჯომში ბებიასთან. სწორედ იქ გაიცნო ბორჯომელი გოგონა – მადონა. გიორგის მადონა თავიდანვე მოსწონ..........

ნატროშვილი ალექსი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დედამ ერთხელ უთხრა, თავის მეომარ შვილს, ვნერვიულობ შენ რომ ჯარში ხარო. პასუხი: - ხერხეულიძეების დედამ 9 შვილი შესწირა სამშობლოს და შენ რა გაქვს სანერვიულო? ის გმირულად დაიღუპა ცხინვალში. ალექსი ნატროშვილი 1978 წელს დაიბადა რუსთავში. მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი ყოფილა. მეექვსე კლასში იყო, ოჯახი საცხოვრებლად გურჯაანის რაიონში, სოფელ შრომაში რომ გადასულა და ალექსიც სოფლის სკოლაში მიუყვანიათ. დედა იტყვის, რომ არც ერთ სკოლაში შენიშვნა არ მიუღია მის ვაჟს. კარგი და სამაგალითო მოსწავლე ყოფილა. ნათელა ნატროშვილი, დედა: „ექიმობა უნდოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ალექსისგან მართლაც კარგი ექიმი დადგებოდა, მაგრამ პირველ წელს რომ ვერ ჩაირიცხა სამედიცინოზე, გადაწყვეტილება შეცვალა და თელავის უნივერსიტეტში ჩა..........

ნაჭყებია ზურაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1964

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ცხინვალში, დაჭრილების გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა რუსული კასეტური მომბით. ზურაბ ნაჭყებიას ბოლო კონტაქტი ოჯახთან 8 აგვისტოს ჰქონდა, ამის მერე მისი ხმა არავის გაუგონია. მეუღლე ამაოდ ელოდა, რომ დაურეკავდა და ისევ დაამშვიდებდა, `ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო.~ ზურაბ ნაჭყებიას იმ დღეებში შვილიშვილი შეეძინა, რამდენჯერმე ნახა, მერე ომიც დაიწყო, ახალგაზრდა ბაბუა გმირულად დაეცა ცხინვალში. მზევინარ შეყილაშვილი, მეუღლე: `ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: `ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო.~ თავს მიხედე-მეთქი. ბოლოს 8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მას მერე სულ ვრეკავდი, გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მეორე დღეს გავიგე, სამხედრო კომისარიატს რომ ვეძებდი, მითხრეს, რომ დაჭრილები გამოჰყავდაო, ამბობდა: ..........

ნიკიტინი თამაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და `ვაიმე დედა~... კავშირი გაწყდა... 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. მოუთმენლად ელოდა შვილს, საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით... თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო. ნელი მჭედლიძე, დედა: `თავისებური ბავშვი იყო. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი- მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე. ძალიან სულსწრაფი იყო~. ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი... ძმები სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ ..........