ონიანი ალექსანდრე ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1981

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ასეთი გმირობა მარტო ქართველს თუ შეუძლია, ეს, ალბათ, ყველაზე შემზარავი ტრაგედიაა და კიდევ ერთი დასტური ქართული სულის სიძლიერისა. ალექსანდრე ონიანი რომან ზოიძის ნათლია იყო... აქ შინდისის ტრაგედია გრძელდება... რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა... მამაო ჩვენო წაიკითხეს - ნათლიამ და ნათლულმა, ხელები აუწევია ონიანს, ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ რუსები... როგორც გადარჩენილი ბიჭები ამბობენ, მათი ტყვედ აყვანა უნდოდათო. ღიმილნარევი სახით მიიწევდნენ რუსი სამხედროები ქართველი გმირებისკენ. ონიანს ფეხებში ჰქონდა დამალული გააქტიურებული `ლიმონკა~ და მტრის..........