რაზმაძე ამირან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1951

დაიღუპა

2008

წოდება

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ამირან რაზმაძე მეომარი არ ყოფილა, არც იარაღით ხელში იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. ის გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე სამშენებლო მასალების აღრიცხვის ინსპექტორი იყო და რუსებმა მას მერე მოკლეს, რაც ფხვენისში ქართველ მეომრებს წყალი მიუტანა და შინ შეიარა, ცოლი რომ სამშვიდობოს გამოეყვანა... და სწორედ აქ იწყება თავზარდამცემი ისტორია. მის თავგადასავალს გვიამბობს მისი მეუღლე ნუნუ ჩლაიძე, რომელმაც ომის მთელი საშინელება გადაიტანა... 11 აგვისტოს ღამე იყო, ცოლ-ქმარი ცდილობდნენ, მანქანით დაეღწიათ თავი კარსმომდგარი მტრისთვის. ნუნუ ჩლაიძეს ისღა ახსოვს, ქმარმა რომ უთხრა, ფეხები წამერთვა, საჭეს ვეღარ ვიმორჩილებო და მანქანაში რაღაც გასკდა... მეორე დილითღა მოეგო გონს ნუნუ ჩლაიძე, ცოლ-ქმარი საქაშეთის გადასა..........

რომელაშვილი გელა ვახტანგ გორგასლის ორდენი - II ხარისხი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ძმები რომელაშვილები, ოჯახთან ერთად, ოსებმა ცხინვალიდან გამოყარეს. მაშინ გია თერთმეტი წლის იყო, გელა – შვიდის. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარეს. ვერ ივიწყებდნენ მშობლიური ქალაქიდან გამოყრის სიმწარეს. „ამბობდნენ, წინ ცხინვალელები უნდა წავიდეთ, ცხინვალი ხომ ჩვენიაო. სულ იმას იძახდა გია: ნეტა, ჩემი ტანკით ცხინვალის ცენტრში, თეატრის წინ გამატარაო“, – იხსენებს გმირების მამა. გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, გელა იმავე ოცეულის მემიზნე-ოპერატორი იყო. გელა ოჯახში ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7-ში ყოფილა შინ. მას შემდეგ ბიჭები აღარ უნახავთ. „უკვე ცხინვალში იყვნენ, იბრძოდნენ, მე კი არ მაგებინებდნენ, ტელეფონზე მეუბნებოდნენ, გორთან ვდგავართო. როგორც მათი ა..........

რომელაშვილი გიორგი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ძმები რომელაშვილები, ოჯახთან ერთად, ოსებმა ცხინვალიდან გამოყარეს. მაშინ გია თერთმეტი წლის იყო, გელა – შვიდის. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარეს. ვერ ივიწყებდნენ მშობლიური ქალაქიდან გამოყრის სიმწარეს. „ამბობდნენ, წინ ცხინვალელები უნდა წავიდეთ, ცხინვალი ხომ ჩვენიაო. სულ იმას იძახდა გია: ნეტა, ჩემი ტანკით ცხინვალის ცენტრში, თეატრის წინ გამატარაო“, – იხსენებს გმირების მამა. გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, გელა იმავე ოცეულის მემიზნე-ოპერატორი იყო. გელა ოჯახში ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7-ში ყოფილა შინ. მას შემდეგ ბიჭები აღარ უნახავთ. „უკვე ცხინვალში იყვნენ, იბრძოდნენ, მე კი არ მაგებინებდნენ, ტელეფონზე მეუბნებოდნენ, გორთან ვდგავართო. როგორც მათი ასმ..........

რომელაშვილი გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ირაკლი რომელაშვილმა აგვისტოს ომში ორი შვილი გაუშვა. გზა ორივეს დაულოცა, თუმცა უკან მხოლოდ ერთი დაუბრუნდა... გიორგი რომელაშვილი სამშობლოს გმირად დარჩა. გიორგი და მისი ძმა ერედვში დაიბადნენ. სკოლაც იქვე დაამთავრეს და მერე ორივე ერთად წავიდნენ ჯარში... ჯარში მსახური ორივეს ბავშვობის ოცნება იყო. 1991 წლიდან ერედვში მუდმივად დაძაბული მდგომარეობა იყო. ამის გამო მათ სწავლაც ხშირად უწყდებოდათ და დროებით დეიდასთან მიდიოდნენ ხოლმე, სხვა სოფელში... გიორგიმ პირველად იარაღი ხელში სოფლის საზღვრის დასაცავად აიღო. მაშინ ის ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა საზღვარზე მაინც მორიგეობდა. საკუთარ სოფელს და ოჯახს იცავდა მტრისგან... ირაკლი რომელაშვილი, მამა: `ძალიან წყნარი ბავშვი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. განსაკუთრე..........