სამაკაშვილი მამუკა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სენაკის ბაზიდან დაჭრილი ჯარისკაცები გადაჰყავდა საავადმყოფოში 22 წლის ჯარისკაცს, რუსულმა ბომბმა რომ იმსხვერპლა. მამუკა სამაკაშვილი 5 წლის იყო, როცა მშობლიური გაგრა დაატოვებინეს. იზრდებოდა წყალტუბოში. მათი ოჯახი სანატორიუმ `საქართველოში~ იყო შეხიზნული. უფროსი და გაიხსენებს, რომ მამუკა ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ხიფათიანი ბავშვი იყო, უნიჭიერესი მოსწავლე... წყალტუბოს მეორე საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის ბანკეტიდან ერთ კვირაში კი ჯარში წავიდა, ვალის მოსახდელად. მსახურობდა ქუთაისში, 6 თვის თავზე კონტრაქტი გააფორმა. ჯერ ვაზიანში და შემდეგ სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი იყო, მუშაობდა მძღოლად, უფროსობა დაჰყავდა... კონტრაქტის ამოწურვამდე 8 თვე ჰქონია დარჩენილი. შეთავაზებაც..........

სერგია კობა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის გმირულად დაეცა ცხინვალში. ამქვეყნად დარჩა ორი მცირეწლოვანი ვაჟი, ახალგაზრდა ქვრივი და... გმირის სახელი. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სკოლაახალდამთავრებულ, 17 წლის ჭაბუკში მეომარმა გაიღვიძა – წამითაც არ დაფიქრებულა, ისე ჩაება ბრძოლაში. დაჭრილი გამოარიდეს წინა ხაზს. ამ ომმა განსაზღვრა მთელი მისი მომავალი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოვლის შემდეგ, სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად, სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. 20 წლის იყო, მომავალი მეუღლე – თამარ ჩიკორია რომ გაიცნო. თამარ ჩიკორიაც აფხაზეთიდანაა. ომი მათი ცხოვრების თანამდევი იყო მუდამ... თამარ ჩიკორია, მეუღლე: „რვა წელი ვიცნობდით ერთმანეთს, სანამ დავქორწინდებოდით. წლების მანძილზე კრწანისის 113-ე ბატალიონში მსახურობდა. შემდეგ ერაყში წავიდა. სულ ..........

სოფრომაძე უშანგი (შმაგი) ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო. „დეტალური, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, არ ვიცი, რა ვითარებაში დახვრიტეს, რამდენი ტყვია ესროლეს, ან როდის დახვრიტეს, 10 აგვისტოს თუ 12 აგვისტოს, ვერ დაადგინეს“, – მიამბობს შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე. უმცროსი სერჟანტი იყო. ახლ..........

სუხიტაშვილი ოთარ
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის იჯდა იმ ტანკში, რომელიც უშუალოდ ოსების თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა. ასე ტრაბახობდა ბარანკევიჩი რუს ჟურნალისტებთან, რომ 406-ე ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა… მემიზნე ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი იყო, მძღოლი – ბირთველაშვილი, მეთაური – გია რომელაშვილი… ოთარ სუხიტაშვილს გული მამულისთვის უძგერდა და როგორც ოჯახში იგონებენ, უგრძნობდა კიდეც, რომ სამშობლოსთვის შეწყდებოდა მისი გულისცემა. მისი ტანკი წინ მიუძღოდა ტანკების კოლონას… ეს იყო ომში. ომამდე კი მასთან სახლში ბიჭები ქეიფობდნენ. ოთოს მეუღლე, ციური ჩილინდრიშვილი ბიჭების ნათქვამს იხსენებს: „ჩვენ ჩვენი დროშა უნდა ავაფრიალოთ ცხინვალშიო“… ომამდე ერთი კვირით ადრე კი ციური თავზარდამცემ სიზმარს ნახავს: „მესიზმრა, ვითომ გორი იბომბებოდა და გ..........