ტატუაშვილი გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის იყო მზვერავი, მეტყვიამფრქვევე და ერთ- ერთი პირველი დაიჭრა ომში... 21 წლის გიორგი ტატუაშვილის ასეულმა 7 აგვისტოს, ღამით აიღო გეზი - ის ტანკზე ზევიდან ჩამომჯდარა... სნაიპერმა თავში ესროლა... სასწრაფოდ გორში გადაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს. გიორგი ტატუაშვილი 1987 წლის 27 მაისს მარნეულის რაიონ - დაბა თამარისში დაიბადა. ოჯახში მეორე შვილი იყო, თამთა სულ ერთი წლით უფროსი იყო მასზე. ათი წლის რომ იყო გიორგი - პატარა ძმა - რომიკოც გაჩნდა. დედა: `9 წლიდან მკლავჭიდში ვარჯიშობდა. ქუთაისში და წყალტუბოში პირველი თანრიგი აიღო. ბოლომდე ვარჯიშობდა... ძალიან ბევრი ნათლულები ჰყავდა. ყველა მაგას ანათლინებდა ბავშვს... დედა: `ერთხელ მოვიდა და მითხრა, საკონტრაქტო ჯარში მინდა წასვლაო. სოფელში 15 ბიჭი შეიკრიბა,..........

ტოროშელიძე ჯიმშერ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1972

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დანაღმულ ტერიტორიაზე გამნაღმველთა ჯგუფი მიწაში ჩამარხულ ბომბს ეძებს... აფეთქების ხმა. 10 ჯარისკაცი მეთაურთან ერთად ჰაერში ავარდა. განწირული ყვირილი – ცოცხლები ხართ?! დაჭრილი ბიჭები ერთმანეთს ეძებენ. ყველა გადარჩა. ხმას მხოლოდ ათმეთაური არ იღებს... ჯიმშერ ტოროშელიძე 35 წლის იყო. დაიბადა სოფელ ნულში, მდინარე ფრონეს ხეობაში. ჯიმი დედმამიშვილებში უფროსი იყო. მის შემდეგ ტოროშელიძეებს ქალ-ვაჟი გაუჩნდათ. ძალიან მხიარული ბავშვი ყოფილა. ლაღად იზრდებოდა. ბავშვობიდან დიდი ინტერესი გამოუჩენია ხალხური საკრავებისადმი. პარალელურად მექანიკა-მანქანათმშენებლობით დაინტერესებულა. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ, კერამიკაზე მუშაობას დაუფლებია. მის გაკეთებულ თიხის ჭურჭელს დღეს ოჯახის წევრები დიდი რუდუ..........

ტრაპაიძე შალვა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი... დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო... შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო. მაია ტრაპაიძე, და: `მისი სურვილი იყო ღირსეული ჯარისკაცი ყოფილიყო. ახლადდაოჯახებულს სურდა დიდი ოჯახი ჰყოლოდა. ბევრ შვილზე ოცნებობდა. ყველა ძალიან უყვარდა. მეგობრული და სანდო ადამიანი იყო. მისი დაღუპვა, საშინელება იყო ყველასთვის, მშობლები ძალიან უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული მისთვის მეუღლე იყო. მაია იხსენებს ხოლმე `ჩემო სიხარულოს მეძახდაო~. უამრავი გეგმები ჰქონდათ, როგორც გავიგეთ, სიცოც..........

ტურაშვილი ზურაბ
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ერთი თვის ჰყავდა გიორგი, კონტრაქტი რომ გააფორმა. ბიჭი უკვე ერთი წლის იყო, სამშობლომ რომ დაუძახა... პატარა მაშინ იდგამდა ენას. მამას ძალიან უნდოდა, ბიჭს „მამა“ დაეძახა. არ დასცალდა. ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა სნაიპერი ზურა ტურაშვილი... ამბობენ, რომ კაზაკ სნაიპერ ქალს მაშინ უსვრია მისთვის და მხარში დაუჭრია, როცა სკოლის ეზოში გამოსულან ბიჭები... მაშინ უთქვამს, ცოლ-შვილს მიმიხედეთო... ზურა ტურაშვილი 1983 წელს დაიბადა ყვარლის რაიონში, სოფელ ალმატში. მისი მეუღლე ლალი ბაწილაშვილი გაიხსენებს, რომ ზურა ცელქი ბავშვი იყო. ლალი: „ერთად დავდიოდით ბაღშიც, მერე სკოლაშიც, ერთ მერხზე ვისხედით... მეხუთე კლასში ვიყავით, სიყვარული რომ ამიხსნა. მას მერე შეყვარებულები ვიყავით. ჯერ კიდევ სკოლის პერი..........