უგრეხელიძე რომან ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1963

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს ცხინვალში მტერთან შეტაკებისას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა ტანკს, რომელსაც ის მართავდა... ხედავდა, რომ ტანკს ცეცხლი ეკიდა და მაინც წინ მიიწევდა... ტანკზე მყოფი ორი ადამიანი გადარჩა, მან ამოსვლა ვეღარ მოახერხა... რომან უგრეხელიძე 1963 წელს დაიბადა აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. ოჯახში მესამე შვილი იყო. ცელქი და მხიარული ბავშვი ყოფილა, ზრდილობიანი მოწაფე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს და 3 წელი ვლადივასტოკში იმსახურა. ჯარიდან დაბრუნებულმა ცოლი შეირთო. რომანის და გულრიფშში იყო გათხოვილი და მომავალი მეუღლეც სწორედ მის სოფელში გაიცნო. ნანი ცქიტიშვილი და რომან უგრეხელიძე გაცნობიდან 6 თვეში დაოჯახდნენ. მალე სოხუმის პორტშიც დაიწყო მუშაობა გემზე. შვილიც შეეძინათ. ..........

ურიგაშვილი ზურაბ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

7აგვისტოს ცხინვალში შედიოდნენ... „ბეემპე“ გაუფუჭდათ და სოფელ სვენეთთან შეჩერდნენ. მანქანას ელოდებოდნენ, ნაწილში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ბოლოს დას ელაპარაკა, წყალი მომიტანეთ და ბავშვებიც მანახვეთო... ზურა ურიგაშვილი „ბეემპეზე“ მემიზნე ოპერატორი იყო. იმ ღამეს ტანკი გორის ნაწილში ჩამოიყვანეს. 9 აგვისტოს, როცა გორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, ხმაურზე ზურა, დანარჩენ ჯარისკაცებთან ერთად, ნაწილის ეზოში გამოსულა... საზარელი აფეთქების ხმა... ერთ წამში ყველაფერი მიწასთან გასწორდა... ზურა 25 წლის იყო... 1983 წლის 5 სექტემბერს ურიგაშვილების ოჯახში, პირველი შვილის შემდეგ, ნანატრი ბიჭი გაჩნდა. ნაირა მედოიძე, ზურას დედა: „52 წლის ვარ... გაჭირვებით გავზარდე შვილები. პირველი გოგო შეგვეძინა, ზურა მეორე იყო.............