ქათამაძე გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ერთ-ერთი პირველი, ვინც ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა, კაპრალი გიორგი ქათამაძეა. ის მედიკოსი იყო და დაჭრილი სამხედროებსა თუ მოსახლეობას ეხმარებოდა. გიორგი ქათამაძე 1985 წლის 12 მარტს, ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში დაიბადა, სკოლის დასრულების შემდეგ კი ცოლად თანასოფლელი მზევინარ გოგრაჭაძე შეირთო. მზევინარ გოგრაჭაძე, მეუღლე: „მე და გიორგი დიდხანს ვხვდებოდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. სკოლის დასრულების შემდეგ გავიპარეთ. ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო. მისგან ყოველთვის დადებითი მუხტი მოდიოდა. პირველი შვილი, ბექა 2006 წელს შეგვეძინა, ძალიან უხაროდა, შემდეგი შვილი გოგონა იყო, მეგი დავარქვით. შვილები ძალიან უყვარდა, ყველაფერს მათთვის აკეთებდა. გიორგის ყ..........

ქამაშიძე ავთანდილ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სოფელ შინდისს მტრის ჯარი და მძიმე ტექნიკა მიადგა. რუსული საოკუპაციო ჯარი ოსურ ბანდფორმირებებთან და იამადაევის ჩეჩნურ ბატალიონთან ერთად ებრძოდა ქართველ სამხედროებს. ძალები არათანაბარი იყო, ქართველი ჯარისკაცები მაინც უწევდნენ წინააღმდეგობას ოკუპანტებს. იმ დროს, როდესაც შინდისის 12 გმირი მტრის მასირებულ ცეცხლს ცეცხლითვე პასუხობდა, მესამე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის რვა მებრძოლი სოფელში მდებარე ერთ-ერთ შენობაში აპირებდა გამაგრებას. რამდენიმე წუთში შენობა რუსულმა მოიერიშემ დაბომბა. საავიაციო ჭურვმა 23-ე ბატალიონის კაპრალი, 20 წლის ავთანდილ ქამაშიძე და მისი თანამებრძოლები იმსხვერპლა. ავთანდილ ქამაშიძე ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში 1987 წლის 25 ნოემბერს დაიბადა. ის ოჯახში მესამე შვი..........

ქამაშიძე ტარიელ საბრძოლო დამსახურების მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

-

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს როკის გვირაბთან დაეწია ტარიელ ქამაშიძეს სნაიპერის ტყვია. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სულ რაღაც 20 წლის ასაკში, უკვე გმირი გახდა. ზეინაბ ქამაშიძე, დედა: `მწარედ მახსენდება, ბოლოს სახლიდან რომ გადიოდა, როგორც ყოველთვის, ყველას გამოემშვიდობა. ქუჩიდან გამოიხედა და სახლს შეავლო თვალი... 20 წლის დაიღუპა... ვერ ვპოულობდით... ბოლოს ჩემმა მეუღლემ დეენემის ანალიზი ჩააბარა და სამი თვის შემდეგ, საზარელი პასუხი მოვიდა... ძმათა სასაფლაოდან, ოქტომბერში გადმოვასვენეთ... როგორც ჩემი შვილის მეგობრები ყვებიან, სამ ჯგუფად გაუნაწილებიათ. სნაიპერს უსვრია ტარიელისთვის. მაგრამ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი შვილი, მარტო ღმერთმა იცის... გადმოცემით ვიცით..........

ქარელი ოთარ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მას მტერმა სამშობლოსთვის სამსახური არ დააცალა. სულ სამი თვე მოუწია ჯარში ყოფნა და… მტრის ბომბმა სიცოცხლეს გამოასალმა… მხოლოდ დედ-მამა მიასვენებდა დაბომბილი ქალაქიდან დედულეთში… ოთარ ქარელი გორში დაიბადა, 1985 წლის 17 სექტემბერს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო. მოგვიანებით მისი ძმაც გაჩნდა – გიგა. ახლა გიგა 20 წლისაა… ოთო დამჯერი, მაგრამ მაინც ხიფათიანი ბავშვი ყოფილა, ხალისიანი ბავშვობა ჰქონია. „სკოლის პერიოდში იმდენი მეგობარი ჰყავდა, ხანდახან სახლში რომ ამოჰყავდა, ჩვენი ადგილი აღარ რჩებოდა… დიდი იუმორის პატრონი იყო და ყველას უყვარდა, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ“, – იხსენებს თვალცრემლიანი დედა… სკოლაში კარგად სწავლობდა, სპორტს მისდევდა. დედა: „6 წელი კარატეზე დადიოდა, ძალიან უყვარდა თავისი მ..........

ქარჩავა გოგიტა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 23 დეკემბერს. ხობში, დაამთავრა სოფელ ქვემო ქვალონის სკოლა. ოჯახში მეორე ბიჭი იყო, მის შემდეგ კიდევ 2 ბიჭი შეეძინათ. ოთხი ძმა იზრდებოდა ერთად და როგორც დედა იტყვის, მათი წაკინკლავებაც არ ახსოვს. დედა: `საოცრად მშვიდი ბავშვი იყო. გაბრაზებული არავის გვინახავს. მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ, მე და ბებიამისს კანფეტები მოგვიტანა სკოლიდან, მასწავლებელს ბავშვები გაუშვია კლასიდან და გოგიტასთვის ბღუჯა კანფეტები მიუცია... ხელმარჯვე ოსტატივით იყო, ყველაფერი ეხერხებოდა. სკოლა სახლიდან ძალიან შორს, დაახლოებით 2 კილომეტრში იყო, მეზობლად მისი თანაკლასელი გოგონა ცხოვრობს, სულ მასთან ერთად დადიოდა სკოლაში. წვიმიან ამინდში გზები საშინლად ტალახდებოდა, აუარებელი გუბეები დგებოდა. ეს გოგო..........