ღვინიაშვილი გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - II ხარისხი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

როცა მის წინ მიმავალი ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა აფეთქდა, ის, ამ მანქანაში მსხდომი ბიჭების გადასარჩენად გაიქცა, თუმცა ალმოდებულ მანქანასთან მიახლოებისას მეორე აფეთქებამ 23 წლის კაპრალი, გიორგი ღვინიაშვილი იმსხვერპლა... გიორგი 1985 წლის 17 ივლისს დაიბადა და 23 წლის შემდეგ 7 აგვისტოს თავი სამშობლოს შესწირა... გარდაცვალემაბდე რამდენიმე თვით ადრე კი, ორსულ მეუღლეს კონსპექტების რვეულში წერილი დაუტოვა, რომელიც ლია ბერიძემ გიორგის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინა... ჩემს საყვარელ მეუღლეს, ლიკას! 20.04.2008 ლიკა, ჩემო სიცოცხლე, შენით მიხარია სიცოცხლე და იმ პაწუათი, რომელიც მუცელში ფართხალებს. მე თუ წამიყვანეს ერთი თხოვნა მაქვს, თავს გაუფრთხილდი და პატარას, ბავშვი გამიზარდე ის..........

ღვინიაშვილი სოსო ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ცხინვალში, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული გმირის ცხედარს, გადმოსვენების მერე გულის ჯიბეში მობილური ტელეფონის სიმბარათი უპოვეს. ბარათზე მხოლოდ ერთი ნომერი ეწერა, უსახელოდ – „მხოლოდ შენ“. მასთან დარეკეს. ის გოგონა იმ ჯარისკაცის საცოლე იყო. ის ჯარისკაცი - სოსო ღვინიაშვილი. სოსო მხოლოდ 20 წლის იყო... თვალცრემლიანი დედა გაიხსენებს, რომ სოსო ბავშვობიდანვე ხიფათიანი იყო, ზედმეტად ცელქი, მოუსვენარი და ამავე დროს, ყველა ხიფათიდან მშვიდობით გამოდიოდა... თვალცრემლიანი დედა იტყვის, რომ ომის შემდეგ, როცა არ ჩანდა და როცა ვეძებდით, ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ დაბრუნდებოდა... ლია ღვინიაშვილი, სოსოს დედა: „მეშვიდე კლასამდე ხუთოსანი იყო. მერე სიყვარულის წლები დაუდგა და ცოტა გაცელქდა. სულ შეყვარებუ..........

ღვინჯილია გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1974

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის 2007 წლიდან მსახურობდა ჯარში, მაგრამ სულით მუდამ სამშობლოს ჯარისკაცი იყო – ერთადერთ ვაჟკაცს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, ხარობდა თავისი ერთი მუჭა ბედნიერებით, სანამ მტერი არ დაესხა ჩვენს ქვეყანას... გიორგი ღვინჯილია 1974 წელს დაიბადა ფოთში. ფოთში დაამთავრა სკოლა, პროფსასწავლებელი, სავალდებულო სამსახურსაც ფოთში იხდიდა. 2007 წელს კონტრაქტი დადო. მსახურობდა ფოთში, იყო კაპრალი, ირიცხებოდა სწრაფლმავალი კატარღის „შავი ზვიგენის“ ჯგუფში. ლელა ჟვანია: „მეშინოდა და ხშირად ვეუბნებოდი, კონტრაქტს რომ ვადა ამოეწურება, აღარ გააგრძელო- მეთქი... სწყინდა, ასე ნუ მეუბნები, მე სამშობლოს სიყვარულის გამო ვარ ჯარში, თორემ ხელფასი სხვაგანაც მექნებოდაო. უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა... ძალიან მოსიყვა..........