ყალაბეგიშვილი ნიკა ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დედამისს შავები არ ჩაუცვამს და არც აპირებს ჩაცმას – რადგან არ სჯერა, რომ ის მკვდარია... ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო. ნოემბერში 19-ის უნდა გამხდარიყო. დეენემის პასუხის თანახმად, მის ცხედარს ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ ბიჭები. გმირობამდე სულ ერთი მტკაველი სიცოცხლე განვლო. 18 წელი. მის თავგადასავალში, გმირობამდე, არაფერია უჩვეულო, გამორჩეული. წყნარი, ჩუმი ბიჭი ყოფილა. უყვარდა კომპიუტერი, კითხულობდა წიგნებსაც. ბოლოს კარატეთი დაინტერესებულა, ყიდულობდა წიგნებს, კითხულობდა, მერე ერთი წელი ვარჯიშობდა კიდეც კარატეში. ეს იყო ჯარში წასვლამდე. დოლი ყალაბეგიშვილი, დედა: „ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი იყო, წყნარი. ჯარში არავის გაუწვევია, თვითონ მოინდო..........

ყულოშვილი ერეკლე ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ერეკლე ყულოშვილი – მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიის მეთაური – გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან. ნიკუშა უმამოდ გაიზრდება, მაგრამ მას მამის მაგალითი გაზრდის – საზღაპროდ ექნება მამის ბრძოლა და ომები. ნიკუშას ისევე მოუყვებიან მამის გმირობას, როგორც დღეს უყვებიან აგვისტოს ომამდელ თუ აგვისტოს ომის ამბებს – დედამისს. მეუღლე ნინო კანდელაკი: „ერეკლეს ძალიან კარგად ვიცნობდი. ვიცოდი მისი ჯილდოების შესახებაც, 2004 წელს მიღებული ჰქონდა მედალი მხედრული მამაცობისთვის; და ამავე წელს – გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, სამაჩაბლოს მოვლენების გამო; არაერთი სიგელი და ჯილდო... ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მე ჩემი მეუღლე, როგორც სამხედრო, სწორედ მისი დაღუპვის შემდეგ გავიცანი. ხალხმა რამდენ..........