ცერცვაძე მიხეილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მამა ზეღდულეთის სკოლის დირექტორი იყო, დედა – ფიზიკის მასწავლებელი. პედაგოგი მშობლების შვილი, უზომოდ ცელქი, მაგრამ ჭკვიანი და წარჩინებული მოსწავლე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ გორის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა პურისა და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლიგიის ფაკულტეტზე და ბოლოს, თბილისში განაგრძო სწავლა. „გეპეის“ დამთავრების შემდეგ ზეღდულეთში გამგებლის მოადგილედ დანიშნეს, ცოტა ხანში კი სოფლის თავკაცი გახდა. ნინო ფსუტური, მიხეილის მეუღლე: „სულ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად... ერთმანეთი გორში, 2005 წელს გავიცანით. დეიდამისის სახლთან ახლოს ვცხოვრობდი და იქ ხშირად მოდიოდა. იმდენად დადებითი პიროვნება იყო, რომ ძალიან მალე შევუღლდით. შეყვარებულობის პერიოდი ერთი წელიც არ გაგრძელებულა, 7-8 თვე იყო..........

ციცქიშვილი ვალერი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თერთმეტ აგვისტოს ბროწლეთში დაიღუპა. წინა დღით, ცხინვალის შეტაკებისას, ფეხში დაჭრილ ვალერი ციცქიშვილს თანამებრძოლები სთხოვდნენ, ცხელ წერტილს გაგარიდებთო, მაგრამ მისგან უარი მიუღიათ, ბრძოლის ველის დატოვება არ უნდოდა, მაშინ, როცა იქ მისი მეგობრები ტყვიებს მკერდს უშვერდნენ. მის დანაყოფს თავი სოფელ ბროწლეთში ერთ- ერთი შენობისთვის შეეფარებინა. შენობის დაბომბვას ვალერის რამდენიმე თანამებრძოლი შეეწირა. მძიმედ დაჭრილი ციცქიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. თუმცა ვალერი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა... ლამზირა ციცქიშვილი, დედა: „7 აგვისტოს ისე წავიდა სახლიდან, რომ ვერც გავიგეთ... არ ვიცი, იქნება და მართლაც გული უგრძნობდა რამეს და მაგიტომ არ დაგვემშვიდობა არავის... ახალგაზრდა ნათ..........