წილოსანი ემზარ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ემზარი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა. თეონა წილოსანი, მეუღლე: „1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს... სკოლაში კარგად სწავლობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა. ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ბოლოს დავქორწინდით... ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგო... მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა. შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონ..........

წიქარიშვილი გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს ცხინვალთან 19 წლის გიორგიმ უკანასკნელად იბძროლა. თანამებრძოლები წიქარას ეძახდნენ. ტანკების უკან მდგარან, როცა რუსულ ავიაციას მათი მძიმე ტექნიკა დაუბომბავს და ერთი სერჟანტი დაუჭრია. მძიმედ დაჭრილ სერჟანტს ბიჭების მიხედვა გიორგისთვის უთხოვია. წიქარას ავტომატი ხელში აუღია და ბიჭებისთვის შეუძახია, მომყევითო. ალმოდებულ ტანკებს შორის წინ გაჭრილა, მის უკან ვინც იყო, ყველა გადარჩა, თავად გიორგი კი ცეცხლიდან აღარ გამოსულა. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა 19 წლის გმირი, რომელსაც აგვისტოში ქორწილი უნდა ჰქონოდა. 2008 წლის ზაფხული გიორგის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო... მარინა ბარბაქაძე, დედა: „30 მაისს ცოლი მოიყვანა და ქორწილის გადახდას 30 აგვისტოს აპირებდა. 6-..........

წულაია გიზო მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გიზო წულაიების ოჯახში, პირველი ვაჟი იყო. მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში წლების წინ მას ცელქ და მოუსვენარ ბავშვად იცნობდნენ, დღეს კი ის გმირია. დიახ, ისიც ერთ-ერთი იყო იმ უამრავ გმირს შორის, რომელმაც საკუთარ ქვეყანას შესწირა თავი და ქვეყანასვე დაუტოვა ვაჟი, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. წლინახევრის გიზო მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, თუმცა პატარას უკვე ესაუბრებიან თავდადებული მამის შესახებ. ლორიტა გოგოხია, მეუღლე: `ყოველთვის შვილზე ოცნებობდა, პირველი ბიჭი უნდოდა და აუსრულდა კიდეც ეს სურვილი, მაგრამ თვითონ ვერ მოესწრო, მისი სახელი დავარქვი ბავშვს. ორი თვის ორსული ვიყავი, რომ დაიღუპა. გორში გადმოვედით ქირით, რადგან იქვე მსახურობდა. ომი რომ დაიწყო 8-ში შემოირბინა და თბილ..........

წულაძე რუსლან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ... დედა: `რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან... საოცრად მოსიყვარულე იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სიკეთე და ძალა ყველას ეყოფოდა. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა... უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო... სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა... წავიდა და სთხო..........

წურწუმია კობა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

კობა წურწუმია 9 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას დაიჭრა სასიკვდილოდ. სამშობლოსთვის თავგანწირვით იბრძოდა პირველ ხაზზე. კობა რუსეთის მორიგი საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა. ბესო წურწუმია, კობას ძმა: `იმ დღესაც ჩვეულებრივ გავიდა სახლიდან. ტელეფონზე თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდით. ბოლოს 9 აგვისტოს გვითხრა, ნუ ინერვიულებთ ყველაფერი კარგად იქნებაო. ცხინვალში ყოფილა... 15 წუთში დამირეკეო და გამითიშა ტელეფონი. დავიწყე რეკვა, მაგრამ ზარი გადიოდა და ტელეფონს აღარავინ პასუხობდა... ომის დაწყების პირველივე წამიდან, ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე ტრიალებდა. უამრავი დაჭრილი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. თვითონ კი ცხინვალის მისადგომებთან 9 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა. ..........