ხაიკაშვილი შმაგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან კაპრალი ხაიკაშვილი, თანამებრძოლთან ერთად, მტრის გამოჩენას ელოდებოდა... უცებ გასროლის ხმა გაისმა. 19 წლის შმაგი ხაიკაშვილს სნაიპერის ტყვია მოხვდა... ხაიკაშვილი ანასტასია, დედა: `1989 წლის 28 თებერვალს დაიბადა. ერთადერთი შვილი მყავდა... მოძრავი და მოუსვენარი ბავშვი იყო. სულ რაღაცას ჩხირკედელაობდა. მერე თბილისში ჩამოვედით საცხოვრებლად, აქ გაიზარდა. ერთადერთი შვილი დედას ჯარის მკაცრი ცხოვრებისთვის არ ემეტებოდა, მაგრამ ვერაფრით გადაიბირეს. ბავშვობის ოცნება - გავიზრდები და ჯარისკაცი გავხდებიო, შმაგიმ 18 წლის ასაკში აისრულა. დედა: `სანამ კონტრაქტზე წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე, მთაწმინდაზე ჯარისკაცები გაუცვნია. ჯიბეში რაღაც კაპიკები ჰქონია და მათთვის მიუცია............

ხარჩილავა კობა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

კაპრალი კობა ხარჩილავა ცხინვალის მისადგომებთან 11 აგვისტოს საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. ჭურვის ანასხლეტი მოხვდა, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: `ომამდე ერთი კვირით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. ის ერთი კვირა, ძალიან დაღონებული იყო, ჩემთან არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დარდობდა. სახლიდან რომ გავიდა, ეკლესიასთან გაჩერებულა, მუხლებზე დაჩოქილა და ლოცულობდა. ეს ყველაფერი მერე ბავშვებმა გვითხრეს... დედის გულიც გრძნობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ომი დაიწყებოდა... 7 აგვისტოს, როცა პირველი იერიში მოიტანეს ჩვენზე, ძალიან ცუდად გავხდი. დღე ერთი იყო და მასთან დარეკვა ასი. სულ ტელეფონზე ვეკიდე. ბოლოს, რომ ველაპარაკე, მითხრა, ქუთაისში ვარო... არადა ამ ..........

ხუბულური კახაბერ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დედამ არ იცის, სად და რა ვითარებაში მოუკლა პირსისხლიანმა მტერმა შვილი... მტერს გააფთრებული ებრძოდა, ტყვედ რომ ჩავარდა თანამებრძოლებთან ერთად... `ტელევიზორში უჩვენებიათ კადრები. ჩემს ნაცემ, და დასისხლიანებულ კახას, ერთი დაჭრილი ბიჭი ჰყავდა აკიდებული... თანამებრძოლებთან ერთად მტერს მიყავდა...~ დედა ამაოდ ელოდა თავის ერთადერთ შვილს... კახა ხუბულური 20 წლის იყო... დედისერთა იყო, მშობლებს ცა უნათდებოდათ მის დანახვაზე, მაგრამ არ ათამამებდნენ. არც თავად იყო თავნება და მოთავისე. წყნარი და მშვიდი ბავშვი ყოფილა. სწავლობდა გორის მეთერთმეტე სკოლაში. ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო თავისუფალ ჭიდაობაზე რომ შეუყვანიათ. წარმატებებიც ჰქონია. 18 წელი შეუსრულდა თუ არა, ჯარში გამოიძახეს. დედამ ელვის სისწრაფით ა..........

ხურცილავა დათა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დათო ხურცილავა სიცოცხლით სავსე, 22 წლის ბიჭი იყო... ომის დაწყებისთანავე გულანთებული გავარდა რეზერვში. დაიბადა ხობში 1986 წლის 16 თებერვალს. დედა, ნინო ბულია გაიხსენებს, როგორ ბრუნდებოდა ღონიერი და მოუსვენარი დათა ყოველდღე სკოლიდან დასვრილი და პერანგდახეული. „ძალიან ცელქი იყო, უფროსკლასელებთან ჩხუბობდა თურმე... მეექვსე კლასიდან საეკლესიო სკოლაში გადავიყვანეთ, გამოიცვალა, დადინჯდა, გაკვეთილებს არ აცდენდა, კარგი მოსწავლე იყო. თავისზე უფროსებთან მეგობრობა უყვარდა...“ დაჩი, ძმა: „ძალიან მოუსვენარი, ჯანმრთელი და ენერგიული იყო. ძალიან ალერსიანი, მოსიყვარულე, მოფერება უყვარდა და ეს თვისება სიცოცხლის ბოლომდე გამოჰყვა. ნიჭიერი და მიზანდასახული იყო, ბაღში ზეიმები რომ იყო, ყველას ლექსები ზეპირად იცოდა, ..........

ხურციძე შოთა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ განლაგებულნი. ტანკი აუფეთქდა და ეკიპაჟიანად ამოვარდა კონტუზირებული. საავიაციო დაბომბვა გაგრძელდა და ბრძოლის ველიდან ვეღარ გამოაღწია. წინა დღეებში მეგობრებისთვის უთქვამს: ,,რუსები ვერ მოგვერევიან თუ საავიაციო არ გამოიყენესო~ – საბედისწერო მისთვის სწორედ მტრის საავიაციო იერიში გახდა. თამთა ხურციძე, და: `შოთა ქუთაისში 1980 წლის 19 მარტს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ვანის რაიონის სოფელ საპრასიის სკოლა. სხვათა შორის, შოთა, მშობლებს ქორწინებიდან 5 წლის მერე შეძენიათ. ჩვენ სამნი ვიყავით. ორი ძმა და ერთი და. მე ყველაზე უმცროსი ვარ. აქედან გამომდინარე, მისი ბავშვობის შესახებ მშობლების გადმოცემით ვიცი. სკოლაში კარგად სწავლობდა. კარგად იხსენებენ მასწავლებლე..........