ასლანიძე ომარ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1981

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მტრის ავიაცია ზემო ნიქოზს დასტრიალებდა და ქართველ ჯარისკაცებს უტევდა. ქართველი მეომრები კი სოფლად ჩარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნავდნენ. ცდილობდნენ სამშვიდობოს გაეყვანათ. გაერიდებინათ იმ უბედურებისგან... ევაკუაციისას მან და მისმა თანამებრძოლებმა მოხუცი სარდაფში ჩაიყვანეს. ამობრუნდნენ და... 26 წლის უმცროსი სერჟანტი ომარ ასლანიძე მტრისგან ჩამოგდებულმა ჭურვმა იმსხვერპლა... აგვისტოს რუსულ-ქართულ ომში, ქართველ ქვეითებზე იერიშები, ბუდიონოვკაში ბაზირებულმა 468-ე პოლკის ავიაციამ მიიტანა. სწორედ რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილმა მასობრივი განადგურების კასეტურმა ბომბებმა იმსხვერპლა ქართველ სამხედროთა უმეტესობა. ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, მოზდოკის აეროპორტიდან აფრენილი რუსული მოიერიშეები – სუ-24 და სუ-25..........

ახალკაცი ზაზა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1981

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გორის სატანკო ბაზის დაბომბვამ სიცოცხლე მოუსწრაფა, ელენა ჭიღლაძე კი ნაადრევად დააქვრივა... ზაზა ახალკაცს არც ომამდე ჰქონია დალხენილი ცხოვრება. მის ხანმოკლე სიცოცხლეში იყო ბევრი გაჭირვება, ბევრი დაბრკოლება და დიდი სიყვარული, რომელიც ამ დაბრკოლებებს ალახვინებდა. ელენა ჭიღლაძე, მეუღლე: „რომ გითხრა, სანამ გავყვებოდი, დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა-მეთქი, არ იყო ასე... გაცნობიდან ძალიან მოკლე ხანში დავქორწინდით... როგორც მისი მონაყოლიდანაც და ახლობლებისგანაც ვიცი, ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად ცხოვრებას იყო მიჩვეული, თავად უწევდა თავის მიხედვა. 3 წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა, ტაშისკარის სკოლა- ინტერნატი დაამთავრა. მერე თავისით ისწავლა იურიდ..........

ახალკაცი რეზო ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

სერჟანტმა რეზო ახალკაცმა ბრძოლისას ჯავშანჟილეტი გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა... ასმეთაურთან ერთად ბიჭები იმ პოზიციას გამოარიდა, საიდანაც სროლა შეუძლებელი იყო, ჩასაფრებული სნაიპერების გამო. მერე, ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა იქ დარჩენილ ბიჭებთან. ძმაკაცი თვალწინ მოუკლეს, მოისმინა, როგორ აღმოხდა მეგობარს უკანასკნელი სიტყვა – დეედაა!.. და რეზო ახალკაცმა საპასუხო ცეცხლი გახსნა... რეზო ახალკაცი 28 წლის იყო... დარჩა სამი შვილი... რეზო მცხეთის რაიონში, სოფელ ნიჩბისში დაიბადა და გაიზარდა. ნატა თუშიშვილი, მეუღლე: „რეზოს ბავშვობის შესახებ, ძირითადად დედამისისა და მისი ახლობლების მონაყოლიდან ვიცი, თვითონ რეზო ბავშვობაზე იმდენად არ საუბრობდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა, ძალი..........

ახობაძე მერაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მერაბ ახობაძე 1979 წელს, ჩოხატაურში დაიბადა. 4 წლის იყო მომავალი მეუღლე რომ გაიცნო – კარის მეზობლებს გოგონა შეეძინათ. მთელი ბავშვობა ერთად გამოიარეს. 17 წლის იყო სიყვარულში რომ გამოუტყდა თამარ რამიშვილს. 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი, თან ისე ჩუმად, რომ მშობლებმა ბოლო წუთს გაიგეს, როცა 2004 წელს დაქორწინდნენ. მაშინ მერაბი 24 წლის იყო და, უკვე მეშვიდე წელი, ჯარში მსახურობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო. აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული, შტაბის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. თამარ რამიშვილი, მეუღლე: „4 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ძალიან უნდოდა რომ გოგო გვყოლოდა და ნატვრა აგვიხდა. ლიკა 3 ..........

ბაბუციძე ილია ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს ის ორჯერ შევიდა ცხინვალში – დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. მესამედაც შევიდა თანამებრძოლებთან ერთად – ცხინვალის სამხრეთით, ნიქოზის მხარეს, ე.წ. შანხაის ტერიტორიაზე, მტერს მშენებარე სახლში ასეული ჰყავდა ალყაში. შევიდნენ. ალყა გაარღვიეს. დერეფანი გაუკეთეს ბიჭებს, გამოვიდა ბოლო ბიჭი და იმ ბოლომ დაინახა, როგორ დაეცა ილია ბაბუციძე. სნაიპერმა არტერია დაუზიანა. „ღმერთო, მიშველეც“ ვეღარ თქვა, ხმა ვერ ამოიღო და ჯვარი მიიტანა პირთან... არადა შტაბის წევრი იყო და არანაირად არ ევალებოდა ბრძოლის ველზე გაჭრა. მაგრამ მას საკუთარი თავი და სინდისი ავალებდა, ასე მოქცევას. 26 წლის დაიღუპა და ამ 26 წლიდან 18 წელი გასამხედროებული იყო მის ცხოვრებაში. დაიბადა სამაჩაბლოში, სოფელ ქვემო აჩაბეთში. ს..........