ხურციძე შოთა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1980

დაიღუპა

2008

წოდება

ლეიტენანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ განლაგებულნი. ტანკი აუფეთქდა და ეკიპაჟიანად ამოვარდა კონტუზირებული. საავიაციო დაბომბვა გაგრძელდა და ბრძოლის ველიდან ვეღარ გამოაღწია. წინა დღეებში მეგობრებისთვის უთქვამს: ,,რუსები ვერ მოგვერევიან თუ საავიაციო არ გამოიყენესო~ – საბედისწერო მისთვის სწორედ მტრის საავიაციო იერიში გახდა. თამთა ხურციძე, და: `შოთა ქუთაისში 1980 წლის 19 მარტს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ვანის რაიონის სოფელ საპრასიის სკოლა. სხვათა შორის, შოთა, მშობლებს ქორწინებიდან 5 წლის მერე შეძენიათ. ჩვენ სამნი ვიყავით. ორი ძმა და ერთი და. მე ყველაზე უმცროსი ვარ. აქედან გამომდინარე, მისი ბავშვობის შესახებ მშობლების გადმოცემით ვიცი. სკოლაში კარგად სწავლობდა. კარგად იხსენებენ მასწავლებლე..........

ჯავახიშვილი გიორგი ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

8 აგვისტო. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჯავშანჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ. მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ, რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ... იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია. გიორგი ჯავახიშვილი, ალბათ, უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. მამამისი სამაჩაბლოში იბრძოდა, შემდეგ აფხაზეთში, თან იბრძოდა პარტიზანულად, 1994 წლამდე, სანამ არ დაინვალიდდა. პატარა გიორგი მაშინ ხუთიოდე წლის იყო, მთელი ცხოვრება ომში დაინვალიდებულ მამას უყურებდა, ცალი მხარი რომ წართმეული ჰქონდა. მაგრამ 18 წლის გახდა თუ არა, სანამ გაიწვევდნე..........

ჯაილოვი დიმიტრი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1971

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, დიმიტრის დაჭრილი რეზერვისტები საავადმყოფოში მიჰყავდა. ორი გზა გააკეთა და გაიყვანა კიდეც დაჭრილი ბიჭები სამშვიდობოს, მესამედ რომ გამოდიოდა, პატარა ძმამ სთხოვა, დროებით თავი შეეკავებინა, ყველაფერი იბომბებოდა, მიწა დუღდა. დიმიტრიმ იუარა, დაჭრილ ბიჭებს ვერ მივატოვებო. ძმას დაემშვიდობა, გზატკეცილზე გამოვიდა და... ძმის თვალწინ აფეთქდა... ძმა მივარდა, კარი გამოაღო. უფროსი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა... ამ შემზარავი ფაქტის შემსწრე გიორგი ჯაილოვმა სულიერ ტრავმას ვერ გაუძლო და სერიოზულად დაავადებული გამოარიდეს სამხედრო სამსახურს... ეს არის დედის თვალწინ დატრიალებული სამი შვილის ტრაგედია. 11 წლის იყო დიმიტრი ჯაილოვი-უმცროსი, 10 წლის ძმა მის თვალწინ რომ დაიხრჩო წყალ..........

ჯანელიძე ირაკლი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ოცი წლის ჭაბუკს შინდისთან ჩასაფრებულმა მტერმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ბიჭები მედგრად იგერიებდნენ მტრის იერიშებს, მაგრამ მტრის ურიცხვობამ თავისი გაიტანა... ის ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა ბეჭი გადარჩა უვნებლად. ბეჭი, რომელზეც ჯვარი ჰქონდა ამოსვირინგებული... სწორედ ამ ნიშნით იცნო მამამ შვილის დამწვარი ცხედარი... ირაკლი ჯანელიძე ნანატრი ვაჟი იყო ოჯახისთვის, ტყუპი დების შემდეგ რომ შეეძინათ მშობლებს. დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში. ჯარისკაცის მამა გაიხსენებს, რომ ირაკლი იყო წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი. 9 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის გახდა თუ არა, უკვე 2006 წლის ..........

ჯიქია დავით მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის, თამარაშენის დაბომბვისას დაიღუპა, სწორედ მაშინ, როცა ოსის გენერალს მისდევდა, იმ გენერალს, რომელმაც მეგობრები დაუხოცა... ნანა და დაზმერ ჯიქიებს 5 ქალიშვილი ჰყავდათ, მერეღა შეეძინათ ნანატრი ვაჟი. დავითი დაარქვეს. პატარა დათო, ბავშვობაში რომ გაიძახოდა სამშობლო უნდა დავიცვაო, ბავშვური ახირება ეგონა დედას. მერეღა მიხვდა, რომ არ ხუმრობდა, როცა სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. დედას ჯარისთვის არ ემეტებოდა ნანატრი ვაჟი. თან რცხვენოდა ამის... `მინდოდა სახლში მყოლოდა, მაგრამ ვინ დამიჯერა...~ ომის შემდეგ, დებმა გადაფურცლეს ბავშვობისას შევსებული თავიანთი სამახსოვრო დღიურები, სადაც თავის სურვილებს და ოცნებებს წერდნენ. ერთ-ერთი დის დღიურში დათოს ჩაუწერია თავის ოცნე..........