ბოჭოიძე ზაზა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭის ოჯახი საინგილოში გადადიოდა. საზღვარზე საბუთების წარდგენისას უფროსმა ვაჟმა რიხით დაიძახა: „მე გმირი მამის შვილი ვარ!“ ბიჭუნა ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. იცის, რომ მამამისი გმირია. უნდა, რომ ჯარისკაცი გამოვიდეს და მამასავით გმირი გახდეს... მამამისი – ზაზა ბოჭოიძე მანავში დაიბადა 1978 წელს. სკოლაში კარგად სწავლობდა, მეოთხე კლასიდან ჭიდაობაზე დადიოდა. დედა, ნინო ბოჭოიძე: „სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ჩემი მეუღლე რუსეთში იყო, თბილისში შვილის შენახვა მარტომ ვერ შევძელი და ამიტომ მარნეულში დაამთავრა უნივერსიტეტი. მესამე კურსზე იყო, როდესაც სასამართლოში დაიწყო მუშაობა მოსამართლის თანაშემწედ. შემდეგ 2 წელი ადვოკატად მუშაობდა. საბანკო საქმი..........

ბრეგაძე ფრიდონ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

რუსულმა ავიაციამ სოფელ ნიქოზზე მიიტანა იერიში. ფრიდონ ბრეგაძის ბატალიონი ქართულ პოზიციებს ამაგრებდა. 5 ქართველი მეომარი დაიღუპა დაბომვის დროს, ბრეგაძე მათ შორის იყო. ის გმირულად დაეცა სამშობლოს სადარაჯოზე. დღეს მის ისტორიას მეომარი ძმა იხსენებს, რომელიც ერთადერთ იმედად დარჩა ოჯახს. კოტე ბრეგაძე, ძმა: `მე ვაზიანის ჯარში ვმსახურობ. 2008 წლის ივლისში, ორი თვე, შვებულებით ვიყავით ჩამოსულები სოფელში. ორივე გამოგვიძახეს. ჩვენ-ჩვენ ბაზებში წავედით. კარგად ვიცოდით სადაც გვიწევდა წასვლა, ვიცოდით, რომ ომი დაიწყო... მე პირველივე დღეს დავიჭერი, ფრიდონი კარგად იყო. ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდა. ამ დროს ჩემი ძმა ნიქოზში იყო. 8 აგვისტოს დავუკავშირდით, და მითხრა, - გამოვდივარ სამშვიდობოს, მაგრამ ისე მოხ..........

გაბუნია ილია მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ის გმირია, რომელიც შინდისის მიწაზე დაეცა. მტრის ალყას თავი ვერ დააღწია და საუკუნოდ შეუერთდა საქართველოსთვის თავდადებული გმირების რიგებს. ოჯახი დღეს მისთვის ლოცულობს, `ვნატრობ იმ დღეს, როცა იმერში გადავინაცვლებ და ჩავეკონები ჩემს მოუსიყვარულებლად დაღუპულ შვილს, ილოს~ - გმირის დედა შვილთან შეხვედრას ელოდება. თეა ოქროპირაშვილი, მეუღლე: `გვეუბნებოდა ომში არ ვარო. 8 აგვისტოს დამირეკა და ისევ მომატყუა, კარგად ვარო. ბოლოს კი 11 აგვისტოს დავუკავშირდით და ვკითხე სად იყო, მითხრა: გორში ვართ, ბრძანებას ველოდებით და სამშვიდობოს გამოვდივართო. ამის შემდეგ არაფერი ვიცოდი. როგორც გვითხრეს, 11 აგვისტოს მტრის ალყაში მოექცნენ შინდისში, ვერ გამოსულან, სწორედ მაშინ არის დაღუპული. ილია შინდისში იპოვეს გარდაცვლილი..........

გაბუნია შალვა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1989

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მტერმა სენაკის ბაზის დაბომბვა რომ დაიწყო, ის არც დაჭრილა, არც დაღუპულა. დაჭრილები გამოჰყავდა, მესამე შესვლისას მოხვდა ანასხლეტი. მოხვდა არტერიაში და... გათავდა ერთი ქართველი ბიჭის სიცოცხლე, ის არ იყო გამობრძმედილი მეომარი, ის იყო 19 წლის სტუდენტი ბიჭი, დღე-დღეზე ქუვეითში რომ უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად და ქუვეითის ნაცვლად საკუთარი ფეხით რომ ჩავიდა სენაკის ბაზაზე – როგორც შეშვენოდა, მისი აზრით, რეზერვისტს. დღეს შალვა გაბუნია უკვე მამულისთვის დაღუპულ გმირთა დასშია. თავის დროზე, დედამისს რომ ეუბნებოდნენ, გამორჩეული შვილი გყავსო, არ იმჩნევდა. დედას საყვედურობდნენ. დედაც თავს იმართლებდა: რა იყო, ერთი ჩვეულებრივი ბიჭიაო. ახლაღა ხვდება, რომ ჩვეულებრივი კი არა, გმირი გაუზრდია. შალვა გაბუნ..........

განჯელაშვილი ვასილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტო... რუსულმა ავიაციამ გორის სამხედრო ბაზას კასეტური ბომბებით შეუტია... ავიაიერიშმა 40-მდე ქართველ ჯარისკაცს წამებში მოუსწრაფა სიცოცხლე... გარდაცვლილთა შორის იყო 22 წლის ვასიკო განჯელაშვილი, სვენეთელი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღეში (24 აგვისტოს) დაქორწინებას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა. განჯელაშვილების ოჯახი ვაჟის დაბადებას დიდხანს ელოდა... ორი ქალიშვილის შემდეგ მშობლებს ნატვრა აუსრულდათ და ბიჭი შეეძინათ. პაპის სახელი დაარქვეს – ვასიკო. ნანატრ ბიჭს ოჯახი ლაღად ზრდიდა... ლელა განჯელაშვილი, ვასიკოს და: „24 წლის გახდებოდა 12 თებერვალს... ორი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან. სამი დედმამიშვილი ვიყავით, ვასო ნანატრი მემკვიდრე იყო. გათამამებული გვყავდა, მაქსიმალურად ხელი ეწყობოდა, რასაც მოისურ..........