როგორ გადავრიცხოთ თანხა?

თანხის გადარიცხვა შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ, საკრედიტო ბარათის მქონე მომხმარებელს.

როგორ განაწილდება დახმარება ოჯახებზე და ვინ გაუწევს ორგანიზებას?

თანხის მიწოდება ხდება მხოლოდ აგვისტოს სამამულო ომში დაღუპულ ოჯახებზე და ამის ერთ-ერთი წინაპირობაა საბანკო ანგარიშის აუცილებლობა. ჩვენ უკვე გავესაუბრეთ რამდენიმე ოჯახს და მოვიპოვეთ შესაბამისი ინფორმაცია. თანხის შეგროვების და გადანაწილების პროცესს We Remember August 2008 ორგანიზაციული ჯგუფი კურირებს.

მე მინდა რომ გადავიხადო ჩეკით, როგორ მოხდება ამ შემთხვევაში?

მე მინდა რომ გადავიხადო ჩეკით, როგორ მოხდება ამ შემთხვევაში. ჩეკის ან Money Order-ის გაგზავნა: ჩეკს გამოწერთ "Nino School of language, INC"-ზე და გააგზავნეთ მისამართზე: Nino School of language, INC 1773 East 12 ST 6C Brooklyn NY 11229 გადარიცხვა - საბანკო რეკვიზიტებია: Chase Bank Account: 105 717 870 Nino School of Language, INC

რამდენად დაცულია მომხმარებლის კონფედენციალურობა?

ჯგუფის მიზანია, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლოს ვებ გვერდზე შესვლა და საჭირო ინფორმაციის მოპოვება. თანხის გადარიცხვის ოპერაციის ჩატარებისას, თქვენს მიერ სისტემაში შეტანილი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა PayPal-ს, რაც თავისთავად გამორიცხავს კონფედენციალურობის დარღვევის შესძლებლობას. დარეგისტრირების პროცესის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, მათ შეუძლიათ სახელისა და გვარის ნაცვლად ,,ნიკი” გამოიყენონ.

შეიძლება თუ არა მივიღო გადახდის დამადასტურებელი ქვითარი?

ვებ-გვერდზე არსებული საგადასახადო სისტემით სარგებლობისას გადარიცხვის დასრულებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. ჩეკით ან Money Order -ით გადარიცხვის შემთხვევაში - დასტურს თქვენს საფოსტო მისამართზე.

შეიძლება თუ არა გადარიცხვის ყოველთვიურ ავტომატურ რეჟიმში ჩასმა?

შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში.

შეიძლება თუ არა დავეხმარო კონკრეტულ პიროვნებას?

შეგიძლიათ დაეხმაროთ, მაგრამ წინასწარ მოგვწერეთ ამის შესახებ.