ორგანიზაცია "We Remember August" შეიქმნა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების -აშშ-ს და საქართველოს მოქალაქეების- ერთი ჯგუფის ინიციატივით. ორგანიზაციის მისია, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის სამამულო ომში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების გაწევაა.

ეს ოჯახები სახელმწიფოსგან გარკვეულ მატერიალურ დახმარებას იღებენ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ყველა პატრიოტს თუ გულშემატკივარს, განურჩევლად მათი ადგილსამყოფელისა, პირადი ქმედებით შეუძლია დაღუპული გმირების ხსოვნის, მათი ოჯახებისადმი თანადგომის, პატივისცემისა და მადლიერების გრძნობის გამოხატვა.

ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება ნებისმიერ მსურველს აქვს. შემოწირულობა ნებაყოფილობითია. ყოველთვიურად შემოწირულობის ფიქსირებული თანხის სახით მოწოდება შეგროვებული თანხის გადანაწილების პროცესს გაცილებით გაამარტივებს.

შეგროვილი თანხა ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში, თანაბრად განაწილდება რამდენიმე ოჯახზე.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს ფინანსური სახსრების შეგროვების, განაწილების და მიმღები ოჯახისთვის მიწოდების პროცესის სრულ გამჭვირვალობას და ანგარიშგებას.