1975
დაიღუპა2008
წოდებაკაპიტანი
დაჯგუფებაადგა ჯარი! ადგა ჯარი! – ასე აღვიძებდა მამა პატარა ძილისგუდებს – ოთო და ნიკუშა კირაკოზაშვილებს. „ადგა ჯარი“... მამა იმთავითვე სამშობლოს ჯარისკაცებს ხედავს პატარა ბიჭებში... მაგრამ აგერ 7 თვეზე მეტია, ბიჭები ამ შეძახილის გარეშე იღვიძებენ დილაობით. მამა – გიორგი კირაკოზაშვილი სამშობლოს შეეწირა აგვისტოს ომში... „ადგა ჯარი“, – აღვიძებდა მამა ბიჭებს და როცა სამშობლოს გაუჭირდა, თავად ადგა და წავიდა მამულის დასაცავად. მამის ძმაკაცმა ობლებს ზარდახშა აჩუქა – მამის ნივთები აქ შეინახეთ და ხშირად ათვალიერეთო. ასეც მოიქცა „ჯარი“ და აი, ათვალიერებს კიდეც პატარა ნიკუშა მამის მედლებს... ოთო კი ნაღვლიანად ყვება: „ზაფხულში სოფელში ვიყავით, დედა და მამა შაბათ- კვირას ჩამოდიოდნენ. ერთ ჩამოსვლაზე ვთხოვე, მამადავი..........
1978
დაიღუპა2008
წოდებაუმცროსი სერჟანტი
დაჯგუფებაცხელი წერტილიდან დაჭრილი მეომრების გამოსაყვანად მიიწევდა, როცა მისი სამხედრო კოლონა საავიაციო დაბომბვაში მოყვა. პაატა კოპალიანმა მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო, ექიმს ხელი მოუჭირა და აღმოხდა: „ლევან“. ლევანი მის ბიჭს ჰქვია. დღეს ის გმირის შვილია. პაატა კოპალიანი სოხუმში დაიბადა, 1978 წელს. მის ბედისწერას ომმა ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაასვა დაღი. 12 წლის ბიჭუნა იყო, ჭუბერის გზით რომ გადმოვიდა სამშვიდობოს, ოჯახთან ერთად. ფეხით გამოვლილმა ამ უმძიმესმა გზამ ჯანმრთელობა შეურყია სამი შვილის დედას. მზია ჭილაია, მეუღლე: „აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, მარტვილის რაიონში, სერგიეთში, ჩვენს სოფელში ცხოვრობდნენ. მერვე კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ძალიან ნიჭიერი მოსწავლე იყო. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ვუყვ..........
1986
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებააგვისტოს 11, შინდისი, ბოლო ბრძოლა კახა კოშაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შეტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა და მისი სახელი მარადისობამ მიისაკუთრა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. მის ოჯახს კი დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ კახა მათთან აღარ არის. „მე თვითონ ჩამოვალო“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე კავშირი შეწყდა. ზვიად კოშაძე, ძმა: „სად ხარ-მეთქი, კარგად ვარ, ჩემზე აღარ ინერვიულოთ, მერე მე თვითონ ჩამოვალო. ეს დამამახსოვრდა. თავისი ნომრიდან დარეკა. უკან რომ გადავრეკე, უკვე გათიშული იყო“. ოჯახს ამ ფრაზამ: „არ ინერვიულოთ, მე თვითონ ჩამოვალო“, იმედი მისცა, რომ კახა შინდისიდან გამოს..........
1975
დაიღუპა2008
წოდებაუმცროსი სერჟანტი
დაჯგუფებაშინდისში კბილებამდე შეიარაღებულმა რუსებმა ქართველი მეომრები რომ ალყაში მოაქციეს, ის თანამებრძოლებთან ერთად გამოეშურა... 9 მანქანა მოდიოდა, ტყვია-წამლითა და დაჭრილებით, მოდიოდა და... ყელქცეულში დააწია მტერმა ბომბები... აფეთქებამ მანქანიდან გადმოაგდო... ბოლოს აღმოხდა: „ეს სად ვკვდები, ნეტავ, კიდევ ერთხელ ჩამახუტა ნანუკა...“ ლევან კოხრეიძე 1975 წელს დაიბადა სამტრედიაში. სამი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მსახიობმა მამამ ამ ტრაგედიის შემდეგ სცენა მიატოვა და მღვდლად ეკურთხა. სკოლაში ქუთაისში შეიყვანეს. იმ პერიოდიდან ოჯახი უკვე ქუთაისში სახლობდა. კარგად სცოდნია რუსული და ინგლისური ენები. დადიოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე და არაერთი მედალი და ჯილდოც მიუღია. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძ..........
1986
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაცხინვალიდან გამოდიოდნენ, როცა მტერმა მისი ოცეული ალყაში მოაქცია. შმაგი კუპატაძე, აგრესორთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაეცა. რუსულმა ავიაციამ იერიში პირიდაპირ მათ პოზიციაზე მიიტანა. ომის დაწყების ამბავი რომ გაიგეს, ოჯახი აფორიაქდა, ყოველ წუთს ურეკავდნენ შმაგის, რომელიც იმ დროს უკვე მტერთან გააფთრებულ ბრძოლაში იყო ჩართული და მშობლებს უმალავდა. ამბობდა, რომ თბილისში იყო, არ უნდოდა ოჯახს ენერვიულა. 11 აგვისტოს კი ყველას სათითაოდ ესაუბრა, კიდევ ერთხელ დაამშვიდა, კარგად ვარ, უკვე გორისკენ მოვდივართო და... რამდენიმე წუთში აფეთქებაც მოხდა. შმაგი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახი დიდხანს ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ კონტაქტი უკვე გაწყვეტილი იყო. არ იციან რა ვითარებაში დაკარგეს შვილი, მხოლოდ დეენემის პ..........