კურდღელაშვილი ჯიმშერ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1986

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს დილა. გორის ჯავშან-სატანკო ბაზა. თავშეყრილი ჯარისკაცები. შუაგულში ბიჭი – წელსზემოთ შიშველი. დგას და რაღაცას ყვება, ბიჭები იცინიან... ბომბი. მათ სიცილისას დალიეს სული... ჯიმი კურდღელაშვილი სულ 22 წლის იყო. დაიბადა ცხინვალში. მისი მშობლიური სოფელი – ზემო ხვითი ცხინვალიდან სულ 3 კილომეტრის მოშორებითაა. 90-იანი წლების დასაწყისში დედამ არაერთხელ გამოარიდა ის და მისი და-ძმა სოფელს. ჯიმი შუათანა იყო, ვიტალი – მასზე ერთი წლით უფროსი, გამუდმებით ერთად ყოფილან, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, ყოველ საღამოს კინკლაობასა და ჭიდაობაში ატარებდნენ. მერე ვიტალი დაელოდა და სავალდებულო ჯარიც ერთად მოიხადეს. სავალდებულო ჯარამდე იყო სკოლა. ლეილა კურდღელაშვილი, დედა: „ნიჭიერი ბავშვი იყო, სკოლაში კარგად სწავლ..........