1971
დაიღუპა2008
წოდებაპოლკოვნიკი
დაჯგუფება„მე დავეცემი ბრძოლის ველზე მკერდგახვრეტილი და უკანასკნელ ამოოხვრას გაჰყვება სული. წითლად შევღებავ მწვანე ბალახს, ყვითელ ბაიას და სამუდამოდ დასრულდება ცხოვრება ჩემი... გადაიქროლებს ბრძოლის ველზე წყნარი ნიავი, თმას ამიწეწავს და სახეზე მეალერსება, თითქოს მას სურს, რომ დამიბრუნოს სული ჩემი შორს გაფრენილი. მე მას ვუამბობ, რაც მაწუხებს ყველაზე ძლიერ, თუ როგორ ჩაწვნენ ბრძოლის ველზე ქართველთ შვილები... ...და მიმატოვებს მე ნიავი უდაბურ ველზე, უკანასკნელი მეგობარიც გზას გაუდგება, დარჩება მარტოდ ტრიალ ველზე ცხედარი ჩემი ცხოველთ და ფრინველთ საჯიჯგნად და გამოსაკვებად“... ეს სტრიქონები პოეტს კი არა, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ პოლკოვნიკ დათო ელიზბარაშვილს ეკუთვნის. ეს ლექსი მან ჯერ კიდ..........
1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებასოფელი იცლებოდა, გორის სატანკო ბატალიონის დაბომბვისას დაღუპულ 21 წლის ივანე ელიკაშვილს რომ კრძალავდნენ დილაუთენია, 9 საათზე. დედამ მანამდეც ბევრჯერ მოითხოვა კუბოსთვის თავის ახდა, ჩასვენების წინ კი – საბოლოოდ და კატეგორიულად. წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. ივანე ელიკაშვილი შიდა ქართლში, სოფელ ქერეში დაიბადა და გაიზარდა. 90-იან წლებში რომ არეულობა დაიწყო, დედამისმა პატარა ვანიკო და მასზე ერთი წლით უფროსი ძმა – გიორგი, სოფელს გამოარიდა, თბილისში წამოიყვანა დროებით. რას წარმოიდგენდა დედა, რომ გამოხდებოდა ხანი, შიდა ქართლში ისევ ომი ატყდებოდა და მისი უფროსი ვაჟი ცხინვალში იომებდა, უმცროსი კი მტრის ბომბებს ემსხვერპლებოდა გორში... დედამ ვანიკო ქერეს სკოლაში შეიყვანა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ კი გო..........
1983
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებათინა ერაშვილს აგვისტოს ომმა შვილიც წაართვა და მოხუცი დედაც... თინას დედა სოფელ კარბში, საკუთარ სახლში იმსხვერპლა რუსულმა ბომბმა. 25 წლის რამაზ ერაშვილი 9 აგვისტოს გორის ჯავშან- სატანკო ნაწილის დაბომბვას შეეწირა. 23 აგვისტოს 26 წლის გახდებოდა. 1983 წელს გორში, ერაშვილების ოჯახში გვარის გამგრძელებელი დაიბადა. რამაზი დაარქვეს. „ბავშვობიდან ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო... ძალიან ჭკვიანი და დამჯერი ბავშვი იყო. თვალებში შემოგვცქეროდა. სულ უნდოდა, რომ რაღაცით ვესიამოვნებინეთ. არ ავიწყდებოდა არც ერთი დღესასწაული, ყოველთვის ყვავილებით გვილოცავდა ყველას... მისი მორთმეული ყვავილები ახლა მის სურათებთან მიდევს... ძალიან კარგი ადამიანი იყო და ალბათ, ღმერთმაც იმიტომ წაიყვანა თავისთან...“ სკოლაში განსა..........
1982
დაიღუპა2008
წოდებაუფროსი სერჟანტი
დაჯგუფება8 აგვისტოს საავიაციო აფეთქებისას დაიღუპა - ცხინვალის მისადგომებთან. ზურაბ ეფაძე მტრის ტყვიას შეეწირა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა შორის. ავთანდილ ეფაძე, მამა: `6 აგვისტოს გამოიძახეს. არ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ რომც სცოდნოდა, უკან მაინც არ დაიხევდა, ისეთი ბიჭი იყო. იმ დღეს ჩავიდა ქუთაისის ბაზაში და მეორე დილით კი გადაიყვანეს. დაურეკავს ძმისთვის და ასე უთქვამს, გადავყავართო და დედას არაფერი უთხრათო. ზურას, რადგან სადაზღვევოში იყო, ტელეფონით სარგებლობა არ შეეძლო, ტელეფონი ანათებს, ეს კი დაუშვებელია. ძმისთვის უთქვამს, ნუღარ დამიკავშირდებით მე თვითონ დაგირეკავთო. ეს 7 აგვისტოს საღამოს უთხრა. 8 აგვისტოს კი ცაგერში მოსულა ამბავი, ზურა ეფაძის დაღუპვის შესახებ. მე მ..........