1975
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფება9 აგვისტოს რუსულმა კასეტურმა ბომბმა მისი სიცოცხლე გმირულად დაასრულა. კაპრალი ალექსანდრე ზაზაშვილი სამშობლოსთვის დაეცა, საკუთარი შვილებისთვის ის ყოველთვის სამაგალითო მამა იყო, დღეს კი გმირია. სამხედრო მუნდირს ახლა მისი მეუღლე ატარებს, ნინომ ფორმა 26 იანვარს ჩაიცვა, ქორწინების შვიდიწლისთავზე, 7 წლის წინათ, 26 იანვარს, ნინოს საქორწინო კაბა ეცვა. ნინო მაისურაძე, მეუღლე: „9 აგვისტოს დაგვირეკა. 2 საათი გვესაუბრა მე და ბავშვებს. „ბავშვებს მიხედე, მიყვარხარ და გკოცნიო“. მე თითქოს დამემშვიდობა, თანამებრძოლებს კი თურმე ამხნევებდა, „არ იდარდოთ ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო“. სწორედ ამ დროს კასეტური ბომბი ჩამოვარდნილა და ადგილზევე დაღუპულა ჩემი ქმარი. მეგობარს უყვირია დაწექითო, მან კი ვერ მოასწრო, თო..........
1988
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაIV ქვეითი ბრიგადა
შეიძლება ფილმი გეგონოთ, ან რაინდობის დროინდელი ამბავი. მართლა რთულია დაჯერება, რომ ეს დღეს მოხდა... 20 წელი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ფეხსა და მკლავში დაჭრილს, უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლები ჰოსპიტალისკენ მიგყავდეს. როცა სამი დაჭრილი მებრძოლი სამშვიდობოს გამოიყვანა, რომან ზოიძე ექიმებს არ დაემორჩილა და უკან, ცხელი წერტილისკენ გასწია... დღეს სამივე ქართველი ცოცხალია და ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება გმირი, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა... ქართულმა შენაერთებმა უკან დახევა დაიწყეს, რომანი და მისი თანამებრძოლები, ჯერ შინდისში ეკლესიასთან შეჩერდნენ, შემდეგ კი მატარებლის რელსებს მეორე სოფლისკენ გაუყვნენ. თურმე წინ ქართული დროშებით შენიღბული რუსული ჩასაფრება ელოდათ... მოულოდნე..........