1981
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაასე ადვილად არ მოვკვდები, ხომ იცით, დევი ვარო, უთქვამს ბიჭებისთვის და მათ ხელში დაულევია სული. 9 აგვისტოს დაეცა დევი ცხინვალში, ტაძრის კედელთან... მძიმედ დაჭრილი მეომრებს სთხოვდა, დამტოვეთ და წადითო... არ დატოვეს მტრის ხელში. ჩადუნელი დალი, და: სახლიდან ბოლოს 5 ივლისს წავიდა ვაზიანში. ეზოს კარს რომ მოსცილდა, უკან სამჯერ მოიხედა. 5 აგვისტოს ველაპარაკე ჯერ ომი არ იყო დაწყებული და მითხრა: ვაზიანში ვარო. ამერიკელები არიან და წვრთნებს გავდივართო, ერაყში მიდიოდა. მოიკითხა ყველა. დედასაც დაურეკა, მაგრამ უფრო ხშირი ურთიერთობა ჩემთან ჰქონდა. ერაყში გამგზავრების წინ გორის ჰოსპიტალში შემოწმებაზე წაიყვანეს, მაგრამ რუსები შემოიჭრნენ და ეს ბიჭები პირველ ხაზზე გაუშვეს ცხინვალში. ტელევიზორს ვიყავით მიჯა..........