1988
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაცხინვალის მისადგომებთან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი მტრის ცეცხლს იგერიებდა. მოწინააღმდეგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ბატალიონის სამედიცინო ნაწილის კაპრალს, თენგის ჭაღალიძეს მკლავში გაუარა. დაჭრილ კაპრალს თანამებრძოლებმა რამდენჯერმე შესთავაზეს საცეცხლე ზონიდან გაყვანა, თუმცა უარი მიიღეს. რამდენიმე წუთში კი რუსულმა ავიაციამ ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო. დაჭრილი თენგიზი ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. თენგიზ ჭაღალიძე 1988 წლის 16 ივნისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, ჭაღალიძეების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. არასრული განათლება ბობოყვათის საშუალო სკოლაში მიიღო, თუმცა სწავლა აღარ გაუგრძელებია. სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური ..........
1978
დაიღუპა2008
წოდებამაიორი
დაჯგუფებალუკა ჭედია სულ ორი წლისაა და უკვე მაიორის სამხედრო ფორმა აცვია, დიდი სევდიანი თვალებით კი ყველგან მამას ეძებს. მამა – მაიორი გელა ჭედია გმირულად დაიღუპა 2008-ში, 9 აგვისტოს. სწორედ მას სურდა და აპირებდა, რომ თავის პატარა ბიჭისთვის სამხედრო ფორმა ჩაეცმია. მშობიარობას თავად დაესწრო და როცა ვაჟიანობა ახარეს, უთქვამს, კიდევ ერთი ჯარისკაცი შეეძინა საქართველოსო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პატარა ლუკას სამხედრო ფორმა ვერ შეუკერა... გმირულად დაღუპული გელა ჭედია ვერც იმას მოესწრო, რომ ბიჭს მისთვის მამა დაეძახებინა. ბიჭი მარტო დედას ამბობდა. გელა ჩასჩიჩინებდა: „მა- მა“, „მა-მა“... მერე იყო ომი. ომამდე კი – ცხოვრება. მარტვილის რაიონში გატარებული ბავშვობა და იმთავითვე აღებული პასუხისმგებლობა პატარა ძმ..........
1975
დაიღუპა2008
წოდებასამედიცინო სამსახურის სერჟანტი
დაჯგუფებაარც პროფესიულ ფიცს უღალატა და არც სამშობლოსთვის მიცემულ პირობას. ქართველი მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად ომში წავიდა. სამხედრო ნაწილის ექიმი იყო და ბოლომდე მოიხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. მერაბ ჭელიძე თანამებრძოლებს უხვევდა ჭრილობებს, როცა აფეთქება მოხდა. მისი ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. მერაბ ჭელიძე 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა. ნათელა ჭელიძე, დედა: „რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად მსახურობდა. პროფესიით ექიმი იყო. აგვისტოს დღეებში, რომ გაიგო ჯარისკაცები გორში მიდიოდნენ, არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. როცა ტელეფონით გვიკავშირდებოდა, სულ გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა: „კარგად..........
1987
დაიღუპა2008
წოდებარეზერვისტი
დაჯგუფებაოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე... და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა - უკვდავებისკენ... ომის დროს, რეზერვში რომ გამოიძახეს, ვეღარავინ შეაკავა. დედა ემუდარებოდა არ წასულიყო. მისთვის ეს მიუღებელი იყო – როგორ? დავიმალოო?! ბიჭები იქ არიან და თვალებში როგორ შევხედოო... 8 აგვისტოს გაიხურა სახლის კარი... 9 აგვისტოს სენაკის ბაზას ბომბავდა მტერი. პირველ დაბომბვას გადაურჩა, მეორე დაბომბვისას კი... 20 ნაბიჯში დაეწია სიკვდილი - ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე... და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა - უკვდავებისკენ... გოგა ჭითანავა 1987 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა ხობში. დაამთავრა სოფელ ხეთის საშუალო სკოლა. მშობლებისთვის მეორე, უმცროსი ვაჟი იყო, თუმცა დედა გაიხსენებს, რომ გოგა იყო უფროსი, ვიდრე მასზე 2 წლით..........
1979
დაიღუპა2008
წოდებაკაპიტან-ლეიტენანტი
დაჯგუფებასამხედრო საჰაერო ძალები
თეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო. ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო. მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა. უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი... სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე..........