1988
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფება8 აგვისტო. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჯავშანჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ. მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ, რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ... იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია. გიორგი ჯავახიშვილი, ალბათ, უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. მამამისი სამაჩაბლოში იბრძოდა, შემდეგ აფხაზეთში, თან იბრძოდა პარტიზანულად, 1994 წლამდე, სანამ არ დაინვალიდდა. პატარა გიორგი მაშინ ხუთიოდე წლის იყო, მთელი ცხოვრება ომში დაინვალიდებულ მამას უყურებდა, ცალი მხარი რომ წართმეული ჰქონდა. მაგრამ 18 წლის გახდა თუ არა, სანამ გაიწვევდნე..........
1971
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებამტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, დიმიტრის დაჭრილი რეზერვისტები საავადმყოფოში მიჰყავდა. ორი გზა გააკეთა და გაიყვანა კიდეც დაჭრილი ბიჭები სამშვიდობოს, მესამედ რომ გამოდიოდა, პატარა ძმამ სთხოვა, დროებით თავი შეეკავებინა, ყველაფერი იბომბებოდა, მიწა დუღდა. დიმიტრიმ იუარა, დაჭრილ ბიჭებს ვერ მივატოვებო. ძმას დაემშვიდობა, გზატკეცილზე გამოვიდა და... ძმის თვალწინ აფეთქდა... ძმა მივარდა, კარი გამოაღო. უფროსი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა... ამ შემზარავი ფაქტის შემსწრე გიორგი ჯაილოვმა სულიერ ტრავმას ვერ გაუძლო და სერიოზულად დაავადებული გამოარიდეს სამხედრო სამსახურს... ეს არის დედის თვალწინ დატრიალებული სამი შვილის ტრაგედია. 11 წლის იყო დიმიტრი ჯაილოვი-უმცროსი, 10 წლის ძმა მის თვალწინ რომ დაიხრჩო წყალ..........
1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაოცი წლის ჭაბუკს შინდისთან ჩასაფრებულმა მტერმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ბიჭები მედგრად იგერიებდნენ მტრის იერიშებს, მაგრამ მტრის ურიცხვობამ თავისი გაიტანა... ის ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა ბეჭი გადარჩა უვნებლად. ბეჭი, რომელზეც ჯვარი ჰქონდა ამოსვირინგებული... სწორედ ამ ნიშნით იცნო მამამ შვილის დამწვარი ცხედარი... ირაკლი ჯანელიძე ნანატრი ვაჟი იყო ოჯახისთვის, ტყუპი დების შემდეგ რომ შეეძინათ მშობლებს. დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში. ჯარისკაცის მამა გაიხსენებს, რომ ირაკლი იყო წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი. 9 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის გახდა თუ არა, უკვე 2006 წლის ..........
1988
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაის, თამარაშენის დაბომბვისას დაიღუპა, სწორედ მაშინ, როცა ოსის გენერალს მისდევდა, იმ გენერალს, რომელმაც მეგობრები დაუხოცა... ნანა და დაზმერ ჯიქიებს 5 ქალიშვილი ჰყავდათ, მერეღა შეეძინათ ნანატრი ვაჟი. დავითი დაარქვეს. პატარა დათო, ბავშვობაში რომ გაიძახოდა სამშობლო უნდა დავიცვაო, ბავშვური ახირება ეგონა დედას. მერეღა მიხვდა, რომ არ ხუმრობდა, როცა სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. დედას ჯარისთვის არ ემეტებოდა ნანატრი ვაჟი. თან რცხვენოდა ამის... `მინდოდა სახლში მყოლოდა, მაგრამ ვინ დამიჯერა...~ ომის შემდეგ, დებმა გადაფურცლეს ბავშვობისას შევსებული თავიანთი სამახსოვრო დღიურები, სადაც თავის სურვილებს და ოცნებებს წერდნენ. ერთ-ერთი დის დღიურში დათოს ჩაუწერია თავის ოცნე..........
1968
დაიღუპა2008
წოდებაკაპიტანი
დაჯგუფებაის შინდისთან ვერაგულად ჩასაფრებულმა მტერმა გამოასალმა სიცოცხლეს. მისი მძღოლი გაიხსენებს, რომ ვეფხია ჯიშკარიანმა უცებ დაიძახა „ვაი დედა“ და ბეჭზე დაადო თავი... მძღოლის ძახილზე პასუხი აღარ გაუცია. მძღოლმა მანქანა გააჩერა, მისი მანქანიდან გადმოყვანაც უცდია, მაგრამ ტანმორჩილი ბიჭი ვერ მორევია ზორბა ვაჟკაცს. აღარც სუნთქავდა უკვე... მერე მძღოლიც დაიჭრა. იძულებული გახდა მანქანაში დაეტოვებინა და ხოხვით გასცლოდა იქაურობას, უკან მოიხედა და... მანქანა, რომელშიც ვეფხია ჯიშკარიანი დარჩა, მტერმა ააფეთქა... მანქანა ისე დაიწვა, რომ ვეფხია ჯიშკარიანის ცხედარიც არ დარჩენილა... შინდისის მიწაზე გაიფანტა მისი ფერფლი... ვეფხია ჯიშკარიანი 1968 წლის 20 მაისს დაიბადა, ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოში. სკოლაც სა..........