უგრეხელიძე რომან ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1963

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

9 აგვისტოს ცხინვალში მტერთან შეტაკებისას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა ტანკს, რომელსაც ის მართავდა... ხედავდა, რომ ტანკს ცეცხლი ეკიდა და მაინც წინ მიიწევდა... ტანკზე მყოფი ორი ადამიანი გადარჩა, მან ამოსვლა ვეღარ მოახერხა... რომან უგრეხელიძე 1963 წელს დაიბადა აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. ოჯახში მესამე შვილი იყო. ცელქი და მხიარული ბავშვი ყოფილა, ზრდილობიანი მოწაფე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს და 3 წელი ვლადივასტოკში იმსახურა. ჯარიდან დაბრუნებულმა ცოლი შეირთო. რომანის და გულრიფშში იყო გათხოვილი და მომავალი მეუღლეც სწორედ მის სოფელში გაიცნო. ნანი ცქიტიშვილი და რომან უგრეხელიძე გაცნობიდან 6 თვეში დაოჯახდნენ. მალე სოხუმის პორტშიც დაიწყო მუშაობა გემზე. შვილიც შეეძინათ. ..........

ურიგაშვილი ზურაბ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1983

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

7აგვისტოს ცხინვალში შედიოდნენ... „ბეემპე“ გაუფუჭდათ და სოფელ სვენეთთან შეჩერდნენ. მანქანას ელოდებოდნენ, ნაწილში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ბოლოს დას ელაპარაკა, წყალი მომიტანეთ და ბავშვებიც მანახვეთო... ზურა ურიგაშვილი „ბეემპეზე“ მემიზნე ოპერატორი იყო. იმ ღამეს ტანკი გორის ნაწილში ჩამოიყვანეს. 9 აგვისტოს, როცა გორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, ხმაურზე ზურა, დანარჩენ ჯარისკაცებთან ერთად, ნაწილის ეზოში გამოსულა... საზარელი აფეთქების ხმა... ერთ წამში ყველაფერი მიწასთან გასწორდა... ზურა 25 წლის იყო... 1983 წლის 5 სექტემბერს ურიგაშვილების ოჯახში, პირველი შვილის შემდეგ, ნანატრი ბიჭი გაჩნდა. ნაირა მედოიძე, ზურას დედა: „52 წლის ვარ... გაჭირვებით გავზარდე შვილები. პირველი გოგო შეგვეძინა, ზურა მეორე იყო.............

ფანცულაია მამია მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

უმცროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

დღე-დღეზე ნანატრი შვილის გაჩენას ელოდა, საქართველოს რომ რუსეთი დაესხა თავს და ომში გაიწვიეს. ბოლოს 9 აგვისტოს, დილით, ესაუბრა მეუღლეს, მოიკითხა, გაამხნევა, ბავშვზე იფიქრეო, უთხრა და... ნახევარ საათში რუსის ნასროლმა ტყვიამ გული გაუპო... მამია ფანცულაია 9 აგვისტოს დაეცა გმირულად ხეთაგუროვაში. 9 აგვისტოს მოევლინა ქვეყანას მისი გოგონა – ანა... მამაია ფანცულაია 1979 წელს დაიბადა აფხაზეთში, გუდაუთაში, სოფელ აბგარხუკში. მშობლებისთვის მესამე შვილი იყო. როგორც იხსენებენ, ძალიან წყნარი და გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა. მეხუთე კლასში იყო, ოჯახი კოპიტნარში რომ გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში აგრონომიული ფაკულტეტი დაამთავრა, სამხედრო ვალი ქუთაის..........

ფერაძე ზაზა ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1973

დაიღუპა

2008

წოდება

უფროსი სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ეს მისი მეორე ომი იყო, აფხაზეთის უსამართლობას მის გულში სამუდამო იარა დაეტოვებინა... ცხინვალიდან ორჯერ ცოცხალი გამოვიდა და მის განკარგულებაში მყოფი ბიჭებიც გამოუყვანია ალმოდებული ქალაქიდან. თავად მხარში იყო დაჭრილი, თუმცა მესამედაც შებრუნდა ქალაქში განსაცდელში მყოფი თანამებრძოლების დასახმარებლად. ბიჭებს უთქვამთ, სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო... რაზეც ზაზას უპასუხია, ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ ჯერ არც ცოლები ჰყავთ და არც შვილებიო. ცხინვალში შებრუნებულს მეორე ტყვია ხელში მოხვდა, თუმცა უკან არ დაუხევია. მის წინ სნაიპერმა 7 ქართველი მოკლა. გამწარებულს სნაიპერი შორიდან დაუნახავს და მისკენ ისე წასულა, რომ ვერ შეემჩნიათ... სნაიპერმა ზაზა მართლა ვერ დაინახა, თუმცა მის უკან მიმავა..........

ფიჩხაია თემურ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

4 წლის იყო, ბაღიდან მასწავლებელს რომ გაეპარა და ხიფათი შეემთხვა – ხარმა რქებით ათრია... უვნებელი გადარჩა. მაშინ ეს ბედისწერად ჩათვალეს და დიდხანს სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს... დედა გაიხსენებს, რომ მისი შვილი ბავშვობისას ხშირად ავადმყოფობდა, რომ იყო ხიფათიანი, გაიხსენებს იმას, როგორ აკითხავდა სავალდებულო ჯარში და როგორ უჩიჩინებდა: შვილო, ჯარს რომ მოიხდი, კაცი გახდებიო. ვნახოთ, ვნახოთო, – პასუხობდა თემური და... ის მარტო კაცი კი არა, გმირი გახდა... თემურ ფიჩხაია 1987 წლის 20 აპრილს დაიბადა ფოთში. ეთერ ფიჩხაია, დედა: „სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, მასწავლებლები მისი ქებით არ იღლებოდნენ... ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჰიდროტექნიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, გემთშემკეთებლის ფაკულტეტზ..........